Site icon მოიისფრო

ახალი ფურცელი

როცა რაღაც ძალიან ძალიან დიდს ვგრძნობ, ისეთს, რომ ვერ იტევს ტვინი, გული და ა.შ. მიჭირს წერის დაწყება..
20 წლის ვარ..
რაც აზროვნება და სამყაროს აღქმა დავიწყე, მას მერე მახსოვს, რომ სხვებზე ვზრუნავდი.
არა, განა ცუდია..
უბრალოდ ზედმეტი არაფერი ვარგა..
მე კი ალბათ მეტისმეტი მომივიდა…
ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ უნდა წასულიყო ადამიანი მეორე ადამიანისგან…
მუდამ იმ ბავშვად ვრჩებოდი, რომლისთვისაც სამყარო ფერადი იყო.
ადამიანები კი – კეთილი, სამართლიანი არსებები …
რამდენჯერ დაზიანებულა ეს ბავშვი სხვისი ეგოიზმით.. ისეთი მოპყრობით, ადამიანსაც კი რომ არ სჩვევია, უმადურობით…
გაიზარდა? ჰო… აიძულეს..
ახლა კი…
დავფიქრდი..
და თავდაყირა დადგა ყველაფერი თითქოს…
ჰო, ის პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში ალბათ, ყველაფერი რომ უნდა შეცვალო… გადააფასო…
ის რასაც ადრე მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის, ახლა უმნიშვნელო გახდა..
გაჩნდა ახალი სურვილები.. ინტერესები, ადამიანები..
ჰო, ვეჩვევი ნელ-ნელა რომ ადამიანები მუდამ გვტოვებენ..
არასდროს უნდა იყო ურთიერთობის მარადიულობის იმედზე…
ფაქტია, მეგობრებიდან არავინ დარჩენილა ბოლომდე ერთი-ორის გარდა.. ისინიც წავლენ ალბათ ოდესმე.
მივხვდი, რომ თუკი რაიმე მანადგურებდა, ეს ჩემი ემოციები იყო..
ჩემი მზრუნველობა სხვებისადმი, უფრო, გადამეტებული… ის ფაქტი, რომ ჩემი თავის გარდა ყველასი მესმოდა, ყველა მიყვარდა..
ემოციები იყო გამანადგურებელი.. ზედმეტი ემოციები.
იყო და არის..
არა, არ ნიშნავს ეს იმას, რომ უემოციო თოჯინად ვიქცე..
არანაირი სურვილი არ მაქვს ამის..
უბრალოდ სულ, სულ ცოტათი უნდა მივბაძო ფლეგმატიკებს..
როგორ მომწონს ზოგჯერ მათი გულგრილობა.. ცივი გონებით განსჯა.. არ მაღელვებს ის, თუ ცივი და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებ. ჩემი სითბოს მიუხედავად მაინც მუდამ ასეთად მხედავდნენ, ვიყო მაინც ასეთი, ჩემთვის უკეთესი იქნება.
ზედმეტი ემოციები არ გვინდა..
არაფერი ზედმეტი..
თუ წასვლა უნდათ – წავიდნენ..
თუ არა – დარჩნენ…
ალბათ მეტისმეტად დიდხანს ვიცხოვრე ყველასთვის..
ყველას ცხოვრებით და მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად..
იმდენად დიდხანს, რომ ჩემი არსებობა გვერდით დამრჩა..
მათ მიღმა..
დროა ვისწავლო საკუთარი თავის მიხედვა..
და კიდევ ერთი, მართალი იყო გიო..
დიდსულოვნება..
აუღელვებლობა, პატიება, მაგრამ გაცლა..
საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო ნათქვამია.
გაცლა და არა ნერვების მოშლა, ტირილით თვალების დასიება და ნერვიულობა.. ამას კარგი არაფერი მოუტანია.
არაუშავს, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
რა თქმა უნდა ძალიან ძნელია შენში ძირეული თვისებების შეცვლა, არა, შეუძლებელიც კი..
მაგრამ იმდენად მაინც შეიძლება იმუშაო შენ თავზე, რომ თავი მაინც აღარ გაინადგურო..
უბრალოდ არ ღირს..
ჰოდა, კიდევ ერთი ახალი ფურცელი?
ალბათ რაღაც ამგვარი..
ვნახოთ, პესიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი. უფრო, პირიქით.
ჩემი თავის, ჩემი სიძლიერის იმედი მაქვს..
ბევრჯერ შემიცვლია ბევრი რამ..
იმედია ახლაც შევცვლი..

Exit mobile version