Site icon მოიისფრო

ბებო და ბაბუ.

ბევრი მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებო და ბაბუ მახსენდება.
ბაბუ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბებო დარჩა, ჩვენთან ცხოვრობს.
არც ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად.
ფაქტია, ძალიან ბევრი..
არც ის ვიცი, რა პრობლემები ქონდათ, რაზე კამათობდნენ, უფიქრიათ თუ არა დაშორებაზე, ვიცი მარტო ის,
რომ ბებო დღემდე ძალიან თბილად იხსენებს და ამბობს, რომ საუკეთესი ქმარი ყავდა და
რაც ის გარდაიცვალა, თავადაც აღარ ცოცხლობს.
ხშირად მიყვება ხოლმე, როგორ უყვარდა ბაბუს და როგორ ვერ უბედავდა თქმას.
როგორ აწვალებდა ბებო.
როგორი წყვილი იყო და როგორ მოსწონდა ყველას.
როგორი ოჯახი შექმნეს, როგორ ზრდიდნენ შვილებს.
მე ბაბუ უკვე მოხუცი, თეთრი თმით და წვერით მახსოვს.
უზომოდ თბილი ადამიანი იყო.
ისეთი თბილი, აგრესია ვერასოდეს რომ ვერ გაგიჩნდებოდა.
ხშირად მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს
და ყოველთვის, როცა ბებოს თვალებში ბაბუს გახსენებაზე მომდგარ ცრემლს ვხედავ,
ვხვდები, რომ შეიძლება.

Exit mobile version