Site icon მოიისფრო

გაზაფხული ^.^


ზუსტად ვიცოდი გაზაფხულის პირველ დღეზე უამრავ პოსტს ვიხილავდი, მაგრამ
მაინც გადავწყვიტე დამეწერა ამ საოცარ სეზონზე <3
29 თებერვალს გაზაფხულის მეტი სალაპარაკო არ მქონდა.
ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა <3
ჩემი გიჟი, ცვალებადი მარტი..
ჩემსავით შეშლილი.. ზოგჯერ მშვიდი, მზიანი, თბილი..
ზოგჯერ კი საშიში, წვიმიანი და ცივი.
ბევრი ვერ იტანს ამ არეულ თვეს, მაგრამ რომ დაფიქრდე არის ამაში რაღაც
საოცრად მომხიბვლელი.
წვიმით დაწყებული, მზით გაგრძელებული და ქარით დამთავრებული დღე.
ხან საოცრად სევდიანი, ხან მხიარული.
განსაკუთრებით მარტის ბოლო მიყვარს, ხეები რომ აყვავდებიან..
ირგვლივ ახლად გაშლილი ყვავილების და ახალი ფოთლების სუნი რომ დგას..
კიდევ წვიმა <3 გაზაფხულის წვიმა და ამ წვიმის მერე სველი მიწის სუნი..
ამ დროს ვხვდები, რომ ვცოცხლობ..
თბილ გაზაფხულს გისურვებთ ^.^
გავიღვიძოთ ზამთრის ძილის მერე <3

Exit mobile version