Site icon მოიისფრო

გამიზაფხულდა…

ჩვენ ტყის პირას ვცხოვრობდით, პატარა, ხის სახლში, რომელიც ნეტარებით იყო სავსე… გარშემო მხოლოდ ცისფერი ცა, ყავისფერი მიწა და მწვანე ფოთლები გვეკრა, შემოდგომით რომ ოქროსფერდებოდნენ..

.. ჩვენ ერთმანეთით ვცხოვრობდით, ერთმანეთით ვსუნთქავდით.. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა და არავინ გვიყვარდა.. ჩვენ გვიხაროდა.. ბედნიერები ვიყავით.. მე ჩემს ტუჩებზე სურვილს ვაგროვებდი და მერე შენ გინაწილებდი…
მე ვერ ვხვდები, საიდან იწყებოდი ჩემში, აღარც გრძნობების გადაფასებას დავიწყებ.. შენ იყავი ჩემი შემოქმედი.. მუდამ ჩემთან მყოფი, მაინც მენატრებოდი… ყოველ დილას ისევ თავიდან იწყებოდი, ყოველ დილას სიცოცხლე თავიდან ივსებოდა შენით…  ჩვენ ზედმეტი სიტყვები არ გვჭირდებოდა, თვალები ხომ ისედაც ყველაფრის მთქმელია.. შენ შექმენი შენდამი გრძნობები ჩემში..

მახსენდება ხოლმე ხანდახან ჩვენი პატარა, ხის სახლი, ქაღალდის ნავებით რომ მივდიოდით მასთან… ხის სახლი, რომელიც მხოლოდ ჩემსა და შენს ფანტაზიაში არსებობდა, მაგრამ გაცილებით უფრო რეალური იყო, ვიდრე ეს რეალობაა… ეს ყველაფერი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ „ხანმოკლე იყო… შენ ისე ახლოს მოხვედი სულთან, დაბადება გავიმეორე და ზეცაში ვინავარდე ჩამოცვენილი ფოთლების ფრთებით, ახლა რომ გაუფერულდა.. გაუფერულდა გრძნობაც, მაშინ რომ აზროვნებას ხლართავდა თბილ ფრაზებთან ერთად.. ტკივილი ხანგრძლივი იყო და ახლა ჩემს ფრთებზე აქერცლილი საღებავები შენს სამყაროში შემოდგომას მოგაგონებენ.. „ ..

იყო და არა იყო რა…

ხანგრძლივი ზამთრის მიუხედავად მწამდა, რომ გაზაფხულდებოდა…
აი, გამიზაფხულდა…
თამამად ვსუნთქავ და…
ისევ გეტყობი…
<3

Exit mobile version