სპეციალურად ვწერ ამ პოსტს 15 თებერვალს. ანუ მაშინ, როცა ე.წ. “სიყვარულის დღე” აღარაა.
ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღეს. მნიშვნელობა არ ქონდა მეგობრებთან, თუ შეყვარებულთან ერთად და ყოველთვის მეცინებოდა იმ ტიპებზე, რომლებიც ამბობდნენ, ყოველი დღე სიყვარულისაა და თარიღები საჭირო არ არისო. მეგონა ამით ამართლებდნენ თავიანთ მარტოხელობას, ან რაიმე სხვა მიზეზი ქონდათ.
ამ წლის 14 თებერვალს მივხვდი, რომ თურმე მართლა არანაირი მნიშვნელობა არ ქონია ამ თარიღს.
მე შენ მიყვარხარ, ჰო.
მიყვარს შენთან ერთად დაუსრულებელი ბოდიალი, კითხვა, ფილმების ყურება.
ცხელი შოკოლადით და შენით გამთბარი არსებობა, ფოტოების გადაღება, მათი გამჟღავნების და დაბეჭდვის მოლოდინი.
ჩვენი ჩხუბებიც მიყვარს (რომლებიც ასე იშვიათია), შერიგებები – კიდევ უფრო მეტად მიყვარს.
შენთან ერთად Pink Floyd-ის მოსმენა და მუსიკის სამყაროში გადასვლა.
მიყვარს ჩვენი მსგავსებები და განსხვავებები.
შენს თბილ ოთახში ჩაის დალევა მიყვარს, კიდევ შენს სამზარეულოში ერთობლივად მომზადებული საჭმელი.
მე ვიცი, რომ ფერებით, სითბოთი და სინათლით გავსებ. ისიც ვიცი, რომ შენც იცი – როგორ ვფერადდები შენთან.
ჰო, ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
რომელ თარიღებზეა საუბარი, როცა ყოველ დღე ერთმანეთი ახლიდან, უფრო მეტი სიმძაფრით გვიყვარდება?
რომელი თარიღი შეედრება შემოდგომის ოქროსფერ დღეებში ერთმანეთში ახლართულ თითებს და გაორმაგებულ გულისცემას?
რომელი თარიღი შეედრება ერთმანეთისთვის მოულოდნელად გაკეთებულ საჩუქრებს?
და ჩვენ გაზაფხულს – ყველაზე თბილს, ლამაზს და ჩვენეულს.
რომელი თარიღით აღინიშნება ზამთრის ცივ დღეებში ერთმანეთით ავსებული არსებობა და ხედი შენი ფანჯრიდან?
ვერც ერთი “14 თებერვალი” ვერ იქნება სიყვარულის დღე ჩვენთვის. ზუსტად იმიტომ, რომ ყოველი ახალი დღე სიყვარულისაა. (და აი, ფრაზა, რომელზეც სულ მეცინებოდა).
მე შენ არ გილოცავ 14 თებერვალს. გილოცავ თებერვლის 15-ს – დღეს, როცა ერთმანეთი გუშინდელზე მეტად გვიყვარს.
მინდა ყველა თვის ყველა დღე სიყვარულის იყოს ჩვენთვის. და ასე, დაუსრულებლად.
Read Next
ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები. ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე. ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად. არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი. ბრძოლა ჩემს თავთან …
რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს, ოღონდ ისე, რომ არავის ვახსოვდეთ, ვერავინ მიხვდეს და შესაბამისად არავის ეტკინოს. უბრალოდ, რომ ადგე და გაქრე. არ ახსოვდე მშობლებს, მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც უყვარხარ… გავიდეს დრო, დამშვიდდე, დალაგდე, შენი თავი იპოვო და დაბრუნდე …
მგონი ყველაზე უცნაური ადამიანი ვარ. აბა არ მესმის რანაირად შეიძლება წამების მეასედებში მეცვლებოდეს განწყობა. შეიძლება ეს ემოციურობას დავაბრალოთ? არ ვიცი. Anyway.. გუშინდელი დღის გახსენებამ უცებ ისე გამაბედნიერა, გული რომ აგიჩქარდება და დედამიწა სიყვარულით რომ დაბზრიალდება ისევ. ზამთრის თამაშები დაიწყო. თავის …
17 იანვარი. რა თქმა უნდა არ მწერდა… წინა დღის გაბრაზებას ჯერ არ გაევლო, ამიტომ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ცხვირაბზუებული ვიჯექი კომპიუტერთან და არც ვიხედებოდი ონლაინ სიისკენ. თითქოს დაინახავდა ასე რომ ვაპროტესტებდი მის სიჩუმეს. თინზე ერთ-ერთი იუზერის სტატუსს მოვკარი თვალი, მთელი …