Site icon მოიისფრო

დეკემბრის 24-ს.

ადრე, 
როცა მე და ჩემი და პატარები 
ვიყავით, 
ერთი ტრადიცია გვქონდა.
ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, 
მამაჩემის დაბადების დღეს. 
ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით 
ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,
მამაჩემის დაბადებიდან. 
ჰოდა, ასე,
24 დეკემბერს ყველა ერთად, 
საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, 
რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. 
სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, 
მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. 

დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, 
სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. 
მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით.

დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. 
დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, 
მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. 

არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა,
ან რა დრო უნდა გავიდეს, 
რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო,
ან როგორ უნდა დავიჯერო, 
რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. 
არც იმის მჯერა მაინცდამაინც, 
რომ დრო რამეს განკურნავს, 
ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, 
რომ შენ არ ხარ. 

ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, 
ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, 
მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. 
ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, 
როგორ შევეგუო ამ რეალობას. 

გილოცავ მა დაბადების დღეს. 

მიყვარხარ. 

Exit mobile version