Site icon მოიისფრო

დღეს შემოდგომის პირველი დღეა… <3

დღეიდან ჩემი პერიოდი იწყება <3 ჩემი შემოდგომა.. ჭკუა მეკეტება ამ ოქროსფერ სეზონზე.. რაღაც საოცარი ენერგიით ვივსები, ჩემი გაზაფხული შემოდგომაა, ამ დროს ვიღვიძებ, ამ დროს ვხდები ისეთი, როგორც არასდროს…ჩემ სახლთან გზაჯვარედინია.. ასე ოქტომბრისკენ, როცა უკვე ყველა ფოთოლი ჩამოვარდება, გზაჯვარედინი ფოთლებით იფარება… მთელ სიგრძეზე მხოლოდ გზა, სახლები და ჩამოცვენილი ფოთლებია. ცაში რომ აიხედავ, ნაცრისფერ ფონზე შავად არჩევ ტოტებს.. მომენტებში მზის სხივებიც ანათებს და სასიამოვნოდ გათბობს.. გზის ერთი ბოლო ტყისკენ მიდის, ტყეში ხომ ნამდვილი სამოთხეა (ჩემთვის), მიწა სულ ნეკერჩხლის ფოთლებითაა დაფარული, ირგვლივ ყველაფერი ოქროსფერია, მივდივარ და ფოთლების ხრაშუნის ხმა მესმის, სხვა არაფერი…იმ ფოთლებში წოლა, ცაში ყურება და ლამაზი მუსიკა..ამაზე მეტად არაფერი მიყვარს…მთელი ზაფხული ველი ამ დროის დადგომას და აი დადგა კიდეც ^^ჩემი ლამაზი შემოდგომა…
ჩემი სეზონების დედოფალი <3

Exit mobile version