Site icon მოიისფრო

ესეც ჩვენი ისტორია.. I just MISS my BEST FRIEND.


21 სექტემბერი.

” – ჰეეი, როგორ ხარ?
– შოთა არ ვარ. ”
13 ოქტომბერი.

” – როგორ ხარ?
– კარგად, შენ?  ^_^
– რავი რა, დამეწყო სწავლა და ვნათლდები :დ
– ოჰო , ნუ თუ ნათლდები :დ
*
*
*
*
*
*
– :დ
– :დ ”

22 ოქტომბერი.

” – რას შვები?
– რავი შოთ, არაფერს. შენ?
– მეც არაფერს.
– საინტერესო საქმიანობით ვართ დაკავებულები ;დ
*
*
*
ბევრი, ბევრი საუბარი.
– კაი კაი, წადი, არ გაიყინო :დ
– ჰოჰო, დროებით :*
– :* ”

23 ოქტომბერი, 24, 25, 26, 29, 30.

დავახლოვდით.
საერთო ინტერესები, მუსიკა, ფორუმები..
ეცნობა ჩემ ბლოგს, ნაწერებს.
მოსწონს.

1 ნოემბერი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10… მთელი ნოემბერი.

არც ერთი დღე უერთმანეთოდ.
საუკეთესო მეგობრები.
“იცი, მე ის მიყვარს”
“მე ეს მომწონს”
თითქმის ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე.
ვერ ვძლებთ ერთი დღეც რომ არ ვილაპარაკოთ.
– მიდიი შე მძინარა – არ შემარჩინა ჩაძინება.
– შენ კიდე ღორი!
– მე ღორი?
– დიახ.
– შენ კიდევ წიწილა.
– ეე ე ე წიპ!
– ჩემი წიწილა? <3
– კი <3
აქედან წარმოიშვა “წი”.

***

– აუ აუ შოთ რაკარგიდღეიყოო <3
– არმინდოდა რომ წასულიყავი ;დ
– არცმე :დ
– აწი დაგერხა ხდ
– რატომ?
– ვეღარ მომიშორებ (დევილ)

… არადა

ჰო და.
იმ უიშვიათეს ადამიანად იქცა, ვისაც ჩემ ლექსებს ვაკითხებდი.

დეკემბერი.

სპეციალურად იღებს ბილაინის ნომერს, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს ვილაპარაკოთ-ხოლმე.
ერთი დღეც რომ არ ვილაპარაკოთ, ვერ ვართ კარგად, თითქოს რაღაც ძალიან ძალიან ახლო გაკლია..
და ასეცაა. როცა ადამიანი შენთვის ძალიან ძვირფასი ხდება, ისეთი, როგორიც შეიძლება ძმა ყოფილიყო რომ გყოლოდა, იქ უკვე უერთმანეთობაზე საუბარიც აღარაა.
ვუყვები ზღაპრებს, ტელეფონით. და იძინებს.
მეცინება.
ზოგჯერ მე მეძინება შუა ლაპარაკში და მერე მთელი დღე მეკაიფება, მძინარა ხარო.
მთელი დეკემბერი ერთად.
პირველი თოვლი – ერთად.
ჯერ რომ არცაა დადებული და მაინც რომ ვგუნდაობთ.
“დათოები”.
მატიანე.
პონჩიკები.
ბევრი ბევრი კარგი დღე.
შუა რუსთაველზე გუნდაობა.
მთელი დეკემბერი იდეალურად და…

2011 წლის 31 დეკემბერს მთავრდება ყველაფერი.

2012 წელი.
3 ივნისი.

“- ეე დაბრუნდი ფბ-ზე?
– ხო.
– ეეეეეეე ვიიიიიი მიაუ ^_^
როგორ გამიხარდა <3
– ))”

9 ივნისი.

“- არ უნდა იყოს ასე.
– როგორ?
– კაი დაიკიდე …”
მართლაც რა აზრი აქვს თქმას.

13 ივნისი, 13 ივლისი, 3 აგვისტო, 13 სექტემბერი, 19.

ნუ, ფაქტია. საოცარი “სიხშირით” ვწერთ ერთმანეთს.

“- როგორ ხარ?
– ცუდად.. ვირუსი მაქვს”
უკვე აღარ ვლაპარაკობთ.. თითქოს ერთ დროს საუკეთესო მეგობრები არ ვიყავით..
“- რა გჭირს?
– იმუნიტეტი მაქვს ძალიან სუსტი…
– ჩემ სისხლს გადმოგისხავ. არ ვხუმრობ, მე კარგი იმუნიტეტი მაქვს
– იყოს…”
ცრემლები მომდის…
“- რა დაგვემართა? – რა კითხვას ვსვამ…
– არ ვიცი…
– არც მე… რატომღაც მგონია, რომ ვეღარაფერი გამოსწორდება…”

16 ოქტომბერი, 17.

ვულინკავ ერთ-ერთ ბლოგპოსტს.
“წი”.

” – არ უნდა გხსომებოდა” – მისი რეაქცია.

18, 19, 20, 21, 23, 26, 30…

თითქოს ვცდილობთ მეგობრობა აღვადგინოთ.

1 ნოემბერი, 2, 3, 6, 16, 23…

ისევ არაფერი გამოდის.

2 დეკემბერი, 3, 6, 16, 21.

🙂

5 იანვარი, 12..

დღეს.

– მგონი მომენატრე. წიწი
– მე მგონი არა, მართლა მომენატრე.

ყველაზე დასანანი ისაა, რომ ერთმანეთის პოსტები, ნაწერები, სურათები, ყველაფერი შენახულია.
არც ახლა უნდა ვწერდე ამას, რადგან ვიცი, რომ აზრი არ აქვს და არც შეცვლის რამეს…

I Just Miss My Best Friend.

Exit mobile version