Site icon მოიისფრო

ვსუნთქავთ.

დღეს პირველად დაიგრუხუნა ამ გაზაფხულზე.
ძლიერად წვიმს.
ოდესმე გადაიღებს წვიმაც და ალბათ მზით გამთბარი სველი მიწისა და
ახალი ფოთლების სუნიც მოგვაგონებს, რომ ცოცხლები ვართ.
გაგაზაფხულების იმედით სავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ.
გარეთ კი ისევ ქუხს.
სუსტი ხელები უღონოდ მიდევს ფანჯრის რაფაზე.
წინა დღეს დაწყებულ და ვერგაგრძელებულ ცისარტყელას ვუყურებ, ფანჯრის მინაზე დახატულს.
ვუყურებ და ვფიქრობ. “იქნებ შემეძლო, იქნებ… შეგვეძლო”.
ვერ გავაგრძელეთ ცისარტყელა. ვერ დავასრულეთ.. ფერები დავაკელით.
ვიცი, რომ ჩემ უკან ზიხარ სავარძელში და მიყურებ.
მინდა მოხვიდე, ხელი მომხვიო და მითხრა, რომ მიუხედავად ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავისა, მაინც მოგწონვარ.
მე მეღიმება.
მალე ხომ მზე უნდა გამოვიდეს.
მალე ხომ გაგაზაფხულება უნდა ვისუნთქოთ…

Exit mobile version