Site icon მოიისფრო

თოვს, ისე ლამაზად და ჩვენებურად..

image

თოვს.
ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად..
ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება.
როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში.
ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა.
ჩვენ ჰომ თოვლთან დავასოცირდით სულ, სულ პირველად.
ჟი.
რრრ.
მე მახსოვს როგორ მიგვატოვა ქარმა.
დრო ახლაც სცენაზე იცდის, შენ ისევ ჟირრაფ…
გარეთ კი თოვს და თოვს და თოვს და…
როოოოოგორ მინდა ვთქვა, თუ როგორ მიყვარს თოვლში მარტო ჩვენი ნაკვალევი, ნაბიჯების დათვლა..
როგორ მინდა და რეალურად, მე მძულს ეს თეთრი ზღაპარი.
მძულს სწორედ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ მიყვარდეს.
არ შემიძლია იმიტომ, რომ…
მაღლა წერია.
ფო.

Exit mobile version