თოვს.
ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად..
ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება.
როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში.
ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა.
ჩვენ ჰომ თოვლთან დავასოცირდით სულ, სულ პირველად.
ჟი.
რრრ.
მე მახსოვს როგორ მიგვატოვა ქარმა.
დრო ახლაც სცენაზე იცდის, შენ ისევ ჟირრაფ…
გარეთ კი თოვს და თოვს და თოვს და…
როოოოოგორ მინდა ვთქვა, თუ როგორ მიყვარს თოვლში მარტო ჩვენი ნაკვალევი, ნაბიჯების დათვლა..
როგორ მინდა და რეალურად, მე მძულს ეს თეთრი ზღაპარი.
მძულს სწორედ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ მიყვარდეს.
არ შემიძლია იმიტომ, რომ…
მაღლა წერია.
ფო.
Read Next
მე ერთი მეგობარი მყავს. მეგობარი კი არა, მეორე მე – ა. მიხსენებია, თუმცა არასოდეს ვსაუბრობ მასზე. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ როცა ვიღაც ძალიან გიყვარს და კიდევ უფრო… ვერ საუბრობ მასზე. გიჭირს. ამას მხოლოდ გრძნობ. ბროწეულის ყვავილივით ლამაზია მარიტა. ყველაზე …
“შეყვარებული თუ გყავს, რატომ დამამატე?” “ამდენი მეგობარი რომ გყავს, თან ბიჭები, არ გიშლის შეყვარებული?” “შეყვარებული არ გიშლის ბარში ჯდომას?” და მსგავსი შეკითხვების მქონე გენიოსებს მინდა ვუპასუხო. არა, არ მიშლის. როცა საქმე რამის დაშლაზე მიდის, ეს არაა ჯანსაღი ურთიერთობა, დაიმახსოვრეთ. ადამიანი, რომელიც …
მთელი წელი ისეთი არეული ვიყავი, არც მეგონა ოდესმე თუ დავლაგდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ კარგი წელი იყო. ზამთარი კარგად დაიწყო და ქაოტურად გაგრძელდა. პრობლემები მქონდა თითქმის ყველა სფეროში – სწავლის გარდა! მაინცდამაინც არც გაზაფხულზე მოუკლავს თავი ამ წელს კარგი რამეების გამეტებით. …
– მოდი, ჩამეხუტე. – შენ ჩამეხუტე. საშინლად წვიმდა.. ჩვენ არ გვაწვიმდა სამაგიეროდ.. მოშორებით იჯდა. ჩემ პირდაპირ. მე კედელთან ვიდექი და ვუყურებდი. თვალს არ ვაცილებდით ერთმანეთს. გაეღიმა.. მეც გამეღიმა, თუმცა სერიოზული სახის შენარჩუნებას ვცდილობდით.. ხუმრობა რაღაც უაზრო შეჯიბრში გადაიზარდა. არ ვეხუტებოდი. …