Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ – ერთი წლის შემდეგ..

30 იანვარი. 2013 წელი.
გამარჯობა საყვარელო.
დღეს ჩვენ ერთი წლის გავხდით.
გეფიცები, მგონია, რომ გუშინ ვწერდი ჩვენი სიყვარულის ისტორიას..
იმდენად ცხადად მახსოვს ყოველი დღე, რაც ამ ნაწერებს მივუძღვენი.
ცხადად მახსოვს ყოველი ჩვენი შეხვედრა, მტრული თუ კეთილგანწყობილი.
ახლა უკვე ზუსტად ვიცი როდის შემიყვარდი და რატომ..
ზუსტად ვიცი, რატომ გელოდი საათობით Facebook-ზე და ყოველ მესიჯზე რატომ მქონდა მიკროინფარქტი..
მახსოვს ყოველი შეხება. განზრახ თუ შემთხვევით.
მახსოვს ყველა გადაკრული სიტყვა, რამაც აბსოლუტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
მახსოვს, როგორ მინდოდა ჩაგხუტებოდი და როგორ ვერ ვბედავდი..
მერე თავად მეხუტებოდი – ხოლმე.
ყოველი შენთან ლაპარაკში გათენებული ღამე მახსოვს, ყოველი “პეპელა” და ბოლოს, მოვედით 30 იანვრამდე.
2012 წლის 30 იანვარს, ზუსტად 1 წლის წინ მითხარი, რომ გიყვარდი.

ახლაც რომ ვიხსენებ, აბსოლუტურად იდენტური შეგრძნებები მაქვს, როგორც მაშინ.
გაოცება, გაყინული სამყარო და ისეთი სიხარული, არასდროს რომ არ მიგრძვნია.
მე ხომ ჩემდაუნებურად გელოდი და ვერც კი წარმოვიდგენდი თუ გიყვარდი..
ცხადად მახსოვს ჩვენი მეგობრების რეაქცია.
“ერთად არიან?”
“კი მაგრამ, ეგენი საერთოდ იცნობდნენ ერთმანეთს?”
“ხვდებოდნენ თურმე, ჩვენ არ ვიცოდით, თორემ..”
ამ სიხარულის მიუხედავად, თავშიც არ გამივლია თუ ამდენ ხნიანი იქნებოდა ეს ურთიერთობა.. იმდენად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, ვფიქრობდი მაქსიმუმ 1 თვე გაგვექაჩა და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი ამისთვის…
პირველი კოცნა მახსოვს… პეპლების დაუსრულებელი ფარფატი და ჟრუანტელი მთელ სხეულში, თითქოს არასოდეს არავისთვის მიკოცნია.. და ასეც იყო, ასეთი გრძნობით, არასდროს.
მაგრამ გავიდა 1 თვე..
რაღაც შეიცვალა ჩემში. შენივე მიერ დადგენილ “ლიმიტს” რომ ამოწურავ და გაგრძელებას ელი..
რაც უფრო მალე ვუახლოვდებოდით პირველი თვის დასასრულს, მით უფრო მეტად მეგონა, რომ ყველაფერი მთავრდებოდა.
მაგრამ თუ ადრე მზად ვიყავი ამისთვის, ახლა აღარ მეთმობოდი.
ბევრი ვიჩხუბეთ თებერვალში.
და საერთოდ უცნაურად ვითარდებოდა ურთიერთობა.. თუ კი ახალბედა წყვილები ტკბილად არიან, ჩვენ სულ ვჩხუბობდით..
და ბოლოს, როცა “ლიმიტი” იწურებოდა, ყველაფერი დათბა…
და ჰო, მართლა გაზაფხული მოვიდა..

გაზაფხული საოცარი იყო…
ულამაზესი..
ნელ-ნელა სულ უფრო გიახლოვდებოდი.
სულ უფრო მეტს ვიგებდით ერთმანეთზე და რაც უფრო მეტი ვიცოდით, მეტად გვიყვარდა..
– ჰოო.. მაგრამ ჯერ ვერ ავარჩიე რომელ ქვეყანაში განვაგრძო მაგისტრატურა.. – ჩავილაპარაკე..
– მე ვიცი სადაც.. მაგრამ.
– რა მაგრამ?
– რა მაგრამ და თავდაყირა აყენებ ჩემ გეგმებს..
– მე? მე რატომ?
– იმიტომ, რომ მე თუ წავედი იმას რა ვუყო, რომ უშენოდ ვეღარ ვძლებ?
გამაჟრჟოლა..
მე ხომ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ასე თუ გიყვარდი… ეგ კი არა, მე თუ ასე მიყვარდი ეგეც არ ვიცოდი.
რაღაც საოცარი პერიოდი იყო.. თბილი, ტკბილი, უამრავი ემოციით და სიახლეებით სავსე..
ყოველ დღე უფრო მეტად რომ გვიყვარდა ერთმანეთი..
მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ.
უკვე ორივე ვაღიარებთ, რომ ერთად გვინდა ცხოვრება.
შენ შვიდი შვილი გინდა.
მე საერთოდ არ მინდა.
მერე ერთი მინდა..
მერე ორი..
ბოლოს სამზე ვთანხმდებით, ოღონდ ერთი პირობით, დიდი ხნის მერე (ეს ჩემი სურვილია).
დაბადების დღე რა ლამაზად მომილოცე <3
ფეერვერკი, ფრანები, სანთლები <3
როგორ მიყვარხარ!!!

ზაფხული <3
ერთად, სულ ერთად.
მივდივარ ზღვაზე და ვერ ვხვდები როგორ უნდა გავძლო შენ გარეშე იქ.. გადის 2-3 დღე.
უკვე უზომოდ მენატრები.
უცებ მომდის მესიჯი : ” გამოდი ერთ წამს გარეთ “. გამოვდივარ და ვშეშდები. დგახარ და ჩამავალი მზის ფონზე მიღიმი…
ღმერთო, რა ემოცია იყო.. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექით ჩახუტებულები..
ზღვაზეც ერთად <3
ყოველი დილა შენით იწყებოდა და შენით მთავრდებოდა ყოველი დღე..
შუაღამემდე სანაპიროზე სეირნობა, კაჩალკაში შენ კალთაზე დადებული თავი და ძილი.. შენი მოფერება თმაზე, ხმადაბალი სიმღერა..
ერთმანეთზე ახლობელი და საყვარელი აღარავინ გვყავს..




მოვიდა შემოდგომა..
სწავლა, რეპეტიციები, სამსახური, ორივე ჩვენ-ჩვენ ცხოვრებაში ვეშვებით.
ძალიან გვიჭირდა ერთად გატარებული გაზაფხულის და ზაფხულის მერე ასეთ რეჟიმში გადასვლა..
ზამთარი მოვიდა და, ისევ დავიწყეთ ჩხუბი..
ისევ უაზრო გულის ტკენები, კრიზისი ურთიერთობაში, ჩიხი, ნერვიულობა..
ერთმანეთის ჯინაზე გაკეთებული დებილობები..
გაუცხოება..
დიახ, არაფერი აღარაა კარგად.
ლიმიტამდე მისული მოთმინება და მტკიცე გადაწყვეტილება.
“თუ ასე გაგრძელდა…”
– იცი მე ასეთ უყურადღებობას ვერ და არ ავიტან.. აღარც კი ვიცი იმავეს ვგრძნობ შენ მიმართ რასაც ვგრძნობდი, თუ არა.
– ყველაფერი მოგვარდება, საყვარელო. დაიძინე..
ძალიან გავბრაზდი. ასე ადვილად როგორ ფიქრობდა? ასე მსუბუქად? როცა ჩემი აზრით არც ისე კარგად იყო საქმე?
რა ვიცი. იქნებ ასეც ჯობდა.. დავიძინე.
მაგრამ უცებ, ახერხებ საოცარ რამეს..
აბსოლუტურად გაუცხოებულს, ზუსტად ისეთს, როგორიც მაშინ ვიყავი, როცა ურთიერთობას ვიწყებდით, ცივს და ცინიკურს, ფაქტიურად შენგან წასულს, ისევ შენთან მაბრუნებ..

***
6 იანვარი. (როგორ დავბრუნდი შენთან)

დღეს ღამე შობაა.

მძინავს შუადღის 1 საათამდე.
არ მინდა ადგომა. არც ჭამა.
ჰო, თმა მინდა შევიღებო.. არ ვიცი რა ფრად.. იქნებ წითელი?
იყოს წითელი.
მოიცა, ასე ადვილად ვწირავ ჩემ თმას შესაჭრელად/შესაღებად?
ეს უკვე დეპრესიის ნიშნებია.
მივდივარ სალონში, ვიჭრი თმას და ვიღებავ წითლად.
ჩემი ქერა თმა ფაფუ, აღარაა.
არაფრის ხალისი არ მაქვს.. მთელი დღეა არ მოუწერია.
არ უნდა და ნუ უნდა, მე არ მივწერ, კარგად იყოს..
დავწექი..
დიდ ხანს მეძინა.. მეტისმეტად.
ავდექი თმა აბურძგნული, სარკეში ჩავიხედე..
“რა ფერმკრთალი ვარ.. ნეტა რამე ხომ არ მჭირს?
ტანში მამტვრევს.. მგონი ვცდივდები..”
ჭიქაში ჩემი საყვარელი მწვანე ჩაის ფოთლები ჩავყარე და ჟასმინის რამდენიმე ყვავილი..
ჩაიდანი დავდგი გაზზე..
ერთი ნაჭერი ხაჭაპური ავიღე და მივხვდი, რომ მთელი დღე მშიოდა.
სულ შემთხვევით გამოვიხედე ფანჯარაში და გამოვშტერდი. იდექი და მიღიმოდი.
– დე, ჩავალ და ამოვალ.
– საით?
– გიოა დაბლა.
– უი, ამოდით, ჩაი დავლიოთ ერთად.
– ამოვალთ.
ვერ გადავწყვიტე ნელა ჩავსულიყავი თუ ჩქარა.
და საერთოდ, რატომ ვფიქრობ ამაზე?
შევიმჩნიო რომ ნაწყენი ვარ?
თუ არა?
მომიახლოვდა.
ვდგავართ და ერთმანეთს ვუყურებთ..
ჩამეხუტა.. ჩავეხუტე.

ტირილი მინდა, მაგრამ არ ვიტირებ.
– წამო ჩემთან. ცივა გარეთ
– რა ლამაზი ხარ..
თმა ამიჩეჩა.
– გიხდება.
– მადლობა.. წამო რა სახლში
– ჯერ მაღაზიაში შევიდეთ
– არ გინდა რა არაფერი, ყველაფერი მაქვს
– გაჩერდი და წამოდი, მაცადე ;დ
– ნუ კარგი..
გავყევი..
– ნუაი რადგინდოდა ამდენი რამ ?
– მინდოდა.
ავედით..
ლამაზი საღამო გამოვიდა.. ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი.
დავლიეთ ჩაი, თბილად..
ნელ-ნელა ხასიათზე მოვედი და და და უცებ ისე მეთბილა ეს გარემო, სახლი, რაღაცნაირი ოჯახური სიტუაცია…
ვერც მივხვდი ისე მომიბრუნდა გული და გამეცინა კიდეც, ცოტა ხნის წინ ურთიერთობის გაწყვეტაზე რომ ვფიქრობდი.
– დე, გავალთ ჩვენ..
მანქანაში არ ციოდა.
– აღიარე, რომ ეს დღეები ურთიერთობის გაწყვეტაზე ფიქრობდი.
– ჰა? – გავოგნდი. უცებ მეგონა ფიქრებს კითხულობდა, ან ზედმეტად კარგად მიცნობდა, რაც არ მეგონა.
– ჰო, რა არა?
– არა!
….
– კარგი ჰო, კი.
– ძალიან კარგი.
– რა გიხარია?
– ახლა?
– რა ახლა?
– ახლა რას აპირებ?
– ახლა აღარ ვაპირებ..
– რატომ?
– იმიტომ, რომ მიყვარხარ.
– ვიცი.. სულელო <3 მეც მიყვარხარ. და რომ გითხრა სპეციალურად არ გაქცევდი ყურადღებას, რომ ბევრ რამეზე თვალი აგხელოდა – მეთქი, გაბრაზდები?
– არა.. :დ

– გიო.
– რა.
– რომ მეთქვა მივდივარ მეთქი – შენგან, მერე?
– არსადაც არ წახვიდოდი.
– რატომ?
– არ გაგიშვებდი.
ჩავეხუტე..
ჟრუანტელმა დამიარა…
რა არის ეს ? <3 ჰრრ… პეპლები.. როგორ დამავიწყდა, რამდენი ხანია არ მიგრძვნია.. რატომ?
– ეს წერილია, ბად.
სახლში რომ ახვალ მერე გახსენი და არაფერი მომწერო დღეს. უბრალოდ დაფიქრდი , კარგი?
– კარგი .. ახლა წადი, თორემ შობას გარეთ შეხვდები.. მიყვარხარ.
თავპირისმტვრევით ამოვედი კიბეზე. ერთი სული მქონდა წამეკითხა რა ეწერა..
ოთახში ჩავიკეტე. კონვერტი გავხსენი. წერილი გავშალე და…
ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი..
იმიტომ, რომ მიყვარდა. იმიტომ, რომ აბსოლუტურად მართალი იყო.. იმიტომ, რომ მეც დიდი წვლილი მიმიძღვოდა ურთიერთობის გაცივებაში.. იმიტომ, რომ ერთადერთი იყო, ვინც მთელი ცხოვრება მინდოდა და დანარჩენი ცხოვრების გატარებაც მარტო მასთან მსურდა.. იმიტომ, რომ ბევრ რამეს მივხვდი.. იმიტომ, რომ მის გარეშე აზრი არ ექნებოდა არაფერს..
მწერდა რა იგრძნო პირველად რომ დამინახა..
რატომ შევუყვარდი..
რას გრძნობდა ყოველ შეხებაზე, შეხვედრაზე, შემოხედვაზე..
როგორ შევიცვალე მერე..
როგორ შეიცვალა ისიც..
როგორ შევიცვალეთ ჩვენ, მაგრამ ეს ცვლილება უკეთესობისკენ უნდა წარგვემართა და წერილის ბოლოს იყო კითხვა..
” და ახლა, როცა ყველაფერი წაიკითხე ალბათ, გააანალიზე და ბევრსაც მიხვდი, მითხარი.
გავწყვიტოთ ურთიერთობა თუ სულ ერთად ვიყოთ? აირჩიე. მიყვარხარ.”

“სულ”.

მივწერე sms.

ამ დღის მერე კიდევ რაღაც შეიცვალა…
იმდენად შეიცვალა, საერთოდ რომ არ ყოფილა ადრე.
ოღონდ უკეთესობისკენ..
ალბათ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, კრიზისები უნდა ყოფილიყო რომ კიდევ ერთხელ მივმხვდარიყავით რას ვნიშნავთ ერთმანეთისთვის.
ამ დღის მერე საოცრად ლამაზი დღეები წამოვიდა..
თითქოს სულ თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.
თითქოს აქამდე სხვები ვიყავით, ახლა სულ სხვები ვართ და სიგიჟემდე შეყვარებულები.

უკვე 1 წლისები ვართ, ბად.
სულ უფრო მეტად მიყვარდები.
უფრო მეტად ვიდრე გაზაფხულზე მიყვარდი.
ზაფხულზე მეტად.
შემოდგომაზე მეტად და გუშინდელზე მეტადაც..

ჰო, ადრე თუ მხოლოდ ერთ თვეზე მქონდა პრეტენზია, ახლა მინდა და ვაპირებ კიდეც მთელი ცხოვრება შენთან ვიყო.
არ ვიცი, ასეთი ბედნიერი კიდევ თუ შეიძლება ვინმესთან ვიყო.
მარტო შენ და მე <3

გილოცავ სრულ ერთ წელს ^^
და გისურვებ (ჩემ თავსაც ვუსურვებ) კიდევ უამრავი “ერთი წელი” მომელოცოს შენთვის <3
მიყვარხარ.

მე+შენ ♥ – გაგრძელება იქნება ^.^
(აუცილებლად) 🙂


Exit mobile version