Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი I


ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი მაშინ, როცა ის გავიცანი. ახლა ვფიქრობ, რომ ცხოვრება მართლა უცნაური რამაა… ბედის ირონიაა – ის შემიყვარდა, ვისაც ვერ ვიტანდი.
2011 წლის თებერვალი იყო.. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სიცივე ჯერ კიდევ ყველგან იგრძნობოდა, მაინც თბილოდა. მე და ნუკა ვიყავით. ლექცია გაცდა.. საქმე არ გვქონდა…
მზიურში გადავწყვიტეთ ჩასვლა. ბარემ მინდიას დავურეკოთო – ნუკამ.
მინდია როგორც ყოველთვის „დევებთან“ იყო. ძლივს მივაგენით…
რამდენიმე ბიჭი დაგვხვდა. ერთ-ერთ მათგანს რომ შევხედე ცოტა არ იყოს შემეშინდა. განა იმიტომ, რომ ცუდი იყო, არა. უბრალოდ რაღაცნაირი იყო – „ბნელი“. გრძელ შავ პალტოში გამოწყობილი, მუქი სათვალით და გრძელი, შავი ხვეული თმით. თან მეტისმეტად სერიოზული ჩანდა.
დავსხედით. გვერდით კიდევ ერთი ბიჭი მეჯდა. მოგრძო, მუქი ყავისფერი თმით და მომწვანო-თაფლისფერი თვალებით. პირველზე მითხრეს, რომ ანდრო ერქვა. გვერდით მჯდომს – ბზიკის ვეძახითო. ყურადღების გამახვილება ვერ მოვასწარი, ამ დროს მათ შორის ყველაზე მაღალმა, ერთ-ერთი თამაშის პერსონაჟს რომ გავდა ხელი გამომიწოდა – მე ილია ვარო. გამეცინა, მგონი უკვე მეხუთედ მეცნობოდა. ისეთი სახით შევხედე აშკარად მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. მერე დაძაბა გონება და როგორც იქნა გავახსენდი. გაიცინა – გიცანიო.. გავიხედე ნუკასკენ და კიდევ ერთი ბიჭი შევნიშნე ჩვენკენ მომავალი. მაღალი, თმა თითქმის 0-ზე ქონდა შეჭრილი. სერიოზული სახით მოდიოდა და კიდევ ერთი უცნაურობა, რაც უფრო მეტად გვიახლოვდებოდა ამინდი რადიკალურად იცვლებოდა. უცებ შავმა ღრუბლებმა დაფარა ყველაფერი და საშინლად აცივდა. რომელიღაცამ იხუმრა ჯოჯოხეთის მოციქული მოდის და რა გიკვირთო. იმათ ეხუმრებოდათ – მე შემეშინდა. თან ეს „მუქი“ ხალხი უფრო საშიშად მეჩვენა ასეთი ამინდის ფონზე. უცებ ისეთმა წვიმამ დასცხო თავი მართლა ჯოჯოხეთში მეგონა და ერთი ის ვიფიქრე , ასეთი რა დავაშავე-მეთქი…
თავი გადაფარებულში შევაფარეთ. მალე გავშინაურდი, ვხუმრობდით, ვიცინოდით…
მერე მე და ნუკა წამოვედით. გვერდით მჯდომი ბიჭი ზაფხულამდე აღარც გამხსენებია იმდენად ყურადღების მიღმა დამრჩა…

***


ნელ-ნელა დათბა.. მათი დანარჩენი მეგობრებიც გავიცანი.. უკვე გვიან ღამდებოდა და ერთადაც სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდით. ფორუმსაც მივეჩვიე, სხვებიც გავიცანი და ხშირად ეწყობოდა შეკრებები. ბზიკი აღარც მინახავს მას მერე. მხოლოდ ბიჭებისგან ვიცოდი რომ კიდევ ერთი მეგობარი ყავდათ. მე აღარც მახსოვდა საერთოდ თუ მყავდა ნანახი…
ივნისში მარი გავიცანი.. ჩემი მარი – ჩემი საუკეთესო მეგობარი…
ცოტა რთულ პერიოდში მოგვიხდა დაახლოება, მაგრამ ალბათ ამ სირთულეებმა უფრო დაგვაახლოვა. რაღაცნაირად გაერთიანდა სამეგობრო თითქოს. ყველა ყველას იცნობდა, ერთად ბევრ დროს ვატარებდით…
ერთ დღეს ილიამ მოგვწერა მზიურში გამოდითო.. გავედით, საქმე მაინც არაფერი გვქონდა, თან ბავშვების ნახვაც გვინდოდა. კარგი ამინდი იყო, არც ძალიან ცხელოდა, არც ციოდა.
ძალიან ბევრნი ვიყავით, ამდენი მგონი არასოდეს ვყოფილვართ. მოგვიანებით ანდრო შემოგვემატა ორ ბიჭთან ერთად. ეს ლუკაა, ეს ბზიკი – გამაცნეს. მაშინ გამახსენდა, რომ ბზიკის უკვე ვიცნობდი…
რაღაცეებს ვთამაშობდით, ვიცინოდით, ვერთობოდით.. დრო მალე გავიდა…
მარიმ იქამდე ცხრაჯერ მითხრა წავიდეთო.. ახლა კი მე ვახსენებდი..
– მარი, არ წავედით?
– ცოტა ხანიც ვიყოთ…
ეს ცოტა ხანი დიდ ხანს გაგრძელდა, ბოლოს ძლივს დავიძარით იქედან…
ავტობუსშიც ბავშვებზე ვლაპარაკობდით…
– უცნაურები არიან… – ერთხმად ვთქვით.
უსიტყვოდ დავეთანხმეთ ერთმანეთს..
ცოტა ხანს ასე ვმგზავრობდით..
– საყვარელია არა? – სიჩუმე დაარღვია მარიმ.
– ვიზე ამბობ? – ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა.
– ბზიკი, კარგი ბავშვი ჩანს.. – მიპასუხა..
– არის რა, არ დავკვირვებივარ. – როგორც ჩანს ისევ ყურადღების მიღმა დამრჩა.
დავიშალეთ.

***

 

დაიწყო არდადეგები… უსაქმურობისგან რა გვეკეთებინა არ ვიცოდით.. დროდადრო მზიურში ჩავდიოდით, ბავშვებს ვნახულობდით.. ზოგჯერ ფორუმელები ერთმანეთს ფეხბურთს ეთამაშებოდნენ და ჩვენც, უსაქმურებს მეტი რა გვინდოდა, საგულშემატკივროდ დავდიოდით…
ბზიკიც თამაშობდა, თითქმის არც ერთი თამაში არ გაუცდენია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საერთო მეგობრები გვყავდა, გამარჯობის დონეზეც კი არ გვქონდა ურთიერთობა. არანაირად არ ვაინტერესებდი / არ მაინტერესებდა.
ჯერ სულ ორი კვირის დამთავრებული იყო სწავლა და უკვე ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა. ვეღარ ვუძლებდი უსაქმურობას… წიგნებს ვკითხულობდი, ბევრს დავდიოდი, მაგრამ დრო მაინც ნელა მიდიოდა…
ცოტა ხანში ყველანი გავიკრიფეთ დასასვენებლად…

***

Exit mobile version