Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი III


იშვიათად ვლაპარაკობდით… რამდენჯერმე მიხვდა, რომ ვერ ვიყავი ხასიათზე და თვითონ მომწერა რამე ხომ არ მოხდაო… მიხაროდა, რომ არ ბრაზობდა, მაგრამ თან ვცდილობდი დისტანცია რამეჭირა, ისევ მის სასიკეთოდ… თავიდან ვწერდი, ვთვლიდი, რომ ჩემი ბრალი იყო თუ რამე ისე არ ქონდა და ვცდილობდი დანაშაული გამომესყიდა… მაგრამ მგონი უარესი გავაკეთე, ისევ დავაიმედე…
კიდევ სცადა რაღაც და ისევ უარი რომ მიიღო საერთოდ დაიკარგა…
აღარ ვლაპარაკობდით..
არც არაფერი მესმოდა მასზე… მხოლოდ ერთხელ მოგვიხდა საუბარი, როცა ცუდად გახდა…
მესიჯი დამხვდა მობილურზე. ლუკა მწერდა-ჩვენი საერთო მეგობარი..
” იცი, ახლა გიოსთან ვარ… დღეს ცუდად გახდა, სასწრაფო გამოვიძახეთ…”
ვერ აღვწერ რა დამემართა..
ათასი ფიქრი დატრიალდა, კარგს ხომ არაფერს ვიფიქრებდი, ლამის პანაშვიდიც გადავუხადე..
ძალიან შემეშინდა.. ათასი კითხვა დავაყარე…
– არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობსო , ასე თქვეს. ცოტა სძინავს და ა.შ. .. ახლა სძინავს. ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება.. – თავის ჭკუით დამამშვიდა…
ვერ დავწყნარდი..
ერთი სული მქონდა ონლაინში შემოსულიყო, რომ მიმეწერა..
მწვანედ აენთო.. რაღაცნაირად გულზე მომეშვა.. რახან Facebook-ზე შემოვიდა ე.ი. ცოცხალი იყო..
მე: გიო…
გიო: რა
მე: ისევ ხო არ გამხდარხარ ცუდად?
გიო: არა, ისევ ცუდად ვარ, ჯერ კარგად არ გავმხდარვარ..
მე: კიდე გიჭირს სუნთქვა?
გიო: კი
მე: გიო, არ გინდა ექიმთან მიხვიდე?
გიო: არა.
მივხვდი, რომ ლაპარაკს აზრი არ ქონდა…

***

ადრე თუ იშვიათად ვლაპარაკობდით, ბოლო შემთხვევის მერე საერთოდ შევწყვიტეთ საუბარი… ასეც ჯობდა, რადგან თუ მელაპარაკებოდა შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ გული ეტკინა…
ისედაც ცუდი პერიოდი დამემთხვა ცხოვრებაში და უკვე აუტანელი იყო მისი ცინიზმი…
ძალიან ბევრი ბიჭი იყო ჩემ გარშემო, ამიტომ ჩათვალა, რომ ეს პოპულარობა მიხაროდა…
ისე იქცეოდა თითქოს მტრები ვიყავით.
ვცდილობდი გამართლება მომეძებნა, მაგრამ რეალურად ჩემი ბრალი არაფერი იყო, ამიტომ მისი ცინიზმიც უადგილო გამოდიოდა..
ერთ დღეს ისეთი PM დამხვდა Facebook-ზე, რომ წამიერად შემძულდა…
თითქოს ძალიან კორექტული, არაფერი ზედმეტი, მაგრამ აზრი იდო ისეთი დამცინავი, ისეთი ცინიკური, ცრემლებამდე გავბრაზდი…
იმ წუთებში ახლოს რომ ყოფილიყო ალბათ მოვკლავდი, არც შემეცოდებოდა…
მარისთან „დავცალე“ ემოციები, იმდენი ვლანძღე გიო, მგონი ცხოვრებაში ასე არავიზე მილაპარაკია…
ჩემი მხრიდან არც მე დავაკელი, ადეკვატური პასუხიც გავეცი, მაგრამ ნერვები მეშლებოდა…
ფორუმზე ორივე წერილებს ვწერდით. ორაზროვანს. თან რომ უნდა მიგვეღო ერთმანეთზე და თან არა…
ერთხელ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და დავწერე 70%-თვის მიუღებელი გავხდი, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ-მეთქი…
პასუხი იყო პიკი.
რაღა 70, ავიდა უკვე 99%-ზეო.
მზად ვიყავი მომეკლა…
ვერ ვხვდებოდი ისეთი რა დავუშავე, რომ ასე იქცეოდა…
მართლა ვეღარ ვიტანდი.
თითქოს კარგი თვისებები რაც ქონდა, სულ გაუფერულდა ჩემ თვალში…
დავიფიცე, რომ ხმას აღარასოდეს გავცემდი…

***

დავიფიცე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა…
მას მერე კიდევ რამდენჯერმე ვილაპარაკეთ…
ვაღიარე, არ მინდა ასე ძაღლი და კატასავით რომ ვართ – მეთქი…
მანაც აღიარა, რომ ცუდად იქცეოდა..
თითქოს დავალაგეთ ურთიერთობა…
მაინც უცნაურად იქცეოდა…
დღეები ისე გადიოდა არ მწერდა…
ერთხელ მესიჯი დამხვდა..
„თეატრში წამომყვები?“
წამოგყვები – მეთქი ვუპასუხე…
25 დეკემბერი იყო… უკვე ციოდა..
ვაკის სარდაფში გადავწყვიტეთ წასვლა… „ჭკუისა მჭირს“ ერქვა სპექტაკლს..
7 ზე უნდა შევხვედროდი ლიგამუსთან..
დიდი ხანი იყო არ მენახა. თმა გაზრდოდა და ძალიან უხდებოდა.. კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დიდად არ შევიმჩნიე, ხომ არ მივაშტერდებოდი..
– თმა გაგეზარდა… – ლაპარაკის დაწყება ვცადე..
– ბუნებრივია – ძალიან სერიოზულად მიპასუხა.
თითქმის არ ვლაპარაკობდით..
შევედით სპექტაკლზე.. მე სიცილით მოვკვდი ^.^
მართლა კარგი სპექტაკლი იყო… კარგ ხასიათზე გამოვედით..
მაგრამ დაძაბულმა სიჩუმემ ხასიათი ისევ გამიფუჭა…
ფეხით გავიაროთო – მითხრა…
გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია, რატომ იქცეოდა ასე და ა.შ..
– რას ნიშნავდა ის PM? რატომ მომწერე? ან საიდან მოიტანე, რომ ეს პოპულარობა მახარებს? პირიქით.. ზოგჯერ მინდა შეუმჩნეველი ვიყო…
და კიდევ, ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი. მგონი არაფერი დამიშავებია შენთვის… – ვთქვი და პასუხს დაველოდე..
გაეცინა…
– ასეთი შემაწუხებელია ჩემი ცინიზმი? – აშკარად არ იყო ის პასუხი, რომელსაც ველოდი…
კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ასე აღარ მოვიქცეოდით…
ცოტა ხანს ვლაპარაკობდით… არც ვუყურებდით ერთმანეთს…
მერე ტაქსში ჩავსხედით .. მარტო წასვლის მეშინია მეთქი – ვუთხარი…
გაეცინა.. წამოგყვებიო…
ვისხედით ჩუმად, ხმას არ ვიღებდით… რამდენჯერმე ვთქვით ერთი-ორი სიტყვა სულ ეს იყო…
– ქათამი ხარ… – მითხრა უცებ..
ვერ მივხვდი რატომ ვიყავი ქათამი და ჩავაცივდი, მაგრამ არ მიპასუხა.. არ ღირს ამაზე ლაპარაკიო…
გავბრაზდი, მაგრამ აღარ შევიმჩნიე…
ჩუმად მოვდიოდით ჩემი სახლისკენ…
ციოდა…
ნერვებს მიშლიდა ეს სიჩუმე, მაგრამ რახან არ აპირებდა ხმის ამოღებას, არც მე დავილაპარაკე…
გავჩერდით…
ძალიან უხერხულად გაიწელა სიჩუმე…
შევხედე, მივხვდი რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ცოტა დავიბენი…
– მმ… წავედით? … გმადლობ დღევანდელი დღისთვის… – ამის თქმა მოვახერხე..
გამიღიმა..
ისე წამოვედი უკან არ მომიხედავს…
რატომღაც ცუდ ხასიათზე დავდექი… არ ვიცი, რატომ… ცრემლები მახრჩობდა..
მალე ახალი წელი მოდიოდა და სევდიანი ფიქრების დრო არ იყო… ამიტომ გადავწყვიტე ყურადღება ამაზე გადამეტანა…

***

Exit mobile version