Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი IV

თოვლმა და საახალწლო სამზადისმა ყველაფერი გადამავიწყა… აღარც სევდიანი ფიქრებისთვის მეცალა… რამდენჯერმე გიოს სტატუსს მოვკარი თვალი, აშკარად არ იყო ახალი წლის განწყობაზე, არ შევიმჩნიე, ჩემი ნაძვის ხე და მოსართავი სახლი უფრო მაინტერესებდა იმ მომენტში…
წვიმები შემოვიხვიე და გიჟივით დავქროდი სანტას ქუდით თავზე…
სახლში რაღაც საშინელებები გავაკეთე, სახლს კი არა საახალწლო მაღაზიას უფრო გავდა…
ნაძვის ხე კი იყო ლამაზი და სადა, მაგრამ სახლი… საშინელ დღეში ჩავაგდე :დდ
საოცარი ენერგიით ვიყავი სავსე.. ზუსტად ვიცოდი რაღაც შეიცვლებოდა… ახალ წელთან ერთად რაღაც ახალს ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანის გარემოცვაში თავს საოცრად მარტო ვგრძნობდი, მაინც ვიღიმოდი…
ღამით ძალიან დავთვერი…
გიოსაც ვწერდი, რამდენადაც მახსოვს რაღაც სისულელეებს, კეთილ სურვილებს და ა.შ..
1-ში ნათიასთან შევიკრიბეთ… გადავწყვიტეთ სტადიონზე პატარა საჰაერო ბურთი გაგვეშვა..
სტადიონზე ჩავედით ყველა.
თითქმის ყველა ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ ბურთი არ გაფრინდებოდა..
ცეცხლი მოვუკიდეთ და ხმაამოუღებლად მივაჩერდით..
ნელ-ნელა მაღლა-მაღლა წავიდა ^^
მიფრინავდა და თან ჩვენი აღტაცებული ხმა მიყვებოდა ^^
გვიხაროდა ყველას..
ბოლოს ისე შორს გაფრინდა პატარა ვარსკვლავივითღა მოჩანდა..
ერთ-ერთმა იდეა წამოაყენა, რახან ვარსკვლავს გავს მოდით სურვილი ჩავიფიქროთო ;დდ
ჩავიფიქრე.. ახლაც არ ვიცი რატომ, მაგრამ გიოსთან ურთიერთობის გამოსწორებაც ჩავიფიქრე სხვა სურვილებთან ერთად.. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასე ცუდად არ ვყოფილიყავით ერთმანეთთან…
საჰაერო ბურთს ჩემი ოცნება გავატანე შორს, ცაში…
ვუყურებდი “ვარსკვლავს” და ვფიქრობდი..
“რაღაცნაირი, ღრმა და ამაღლებული ფიქრი იყო”..
მინდოდა მეც იმ ბურთის მსგავსად შორს, შორს წავსულიყავი…
არც ის ვიცი სახლში მისულმა პირველს გიოს რატომ გავანდე საჰაერო ბურთის ამბავი…
– შერლოკზე წამომყვები? – მკითხა უცებ…
– როდის?
– 2 ში… 11-ს წუთებზეა პრემიერა.. 6 თვეა ველოდები…
ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა, ორში ბიძაშვილებთან მივდიოდი… არ მისვლა – არ გამოდიოდა… თან სახლიდან გვიან გასვლაზე პრობლემა მქონდა…
არადა ვერ იტანდა, როცა რაღაც ისე არ იყო როგორც მას უნდოდა… დაიკიდეო-მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ გული დამწყდა…
დავწექი…
ბევრი ვიტრიალე, ვერ ვიძინებდი…
თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ამეხსნა, რატომ ვერ წავყვებოდი…
გამიგო, ვხვდები და მესმისო…
გამიხარდა და ჩამეძინა – ახლა უკვე მშვიდად…

***

3 იანვარი.
მესიჯი ტელეფონზე:
„მომენატრე.. შევხვდეთ?“
დიღომში გამოდი-მეთქი ვუპასუხე…
შტერი, დაიკარგა :დ
მაიაკოვსკის ძეგლის ნაცვლად ჩემ კორპუსთან ამოყო თავი…
მარისაც ვთხოვე გამოსულიყო…
თოვდა…
ჩემ კორპუსთან რომ დავინახე სიცილი ამიტყდა და მისკენ გავიქეცი…
გაეცინა, ქუდი არ გქონდა სახლშიო?
ამ დროს მამაჩემი დავინახე…
გიო გავაცანი – ჩემი მეგობარია მეთქი…
ჭკვიანად იყავიო – მამამ…
მე, მარიმ და გიომ დიდ ხანს ვიბოდიალეთ… ვილაპარაკეთ… რამდენჯერმე თმა მომქაჩა – სკოლაში რომ იციან პატარა ბავშვებმა – ისე… გავბრაზდი და ხელზე ვუკბინე… ძაღლი ხარო…
ვისხედით და ვწუწუნებდით, რომ საქართველოში ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა იყო და ა.შ…
მარი ფეხზე წამოდგა და ბოდიალი დაიწყო…
– იცი, ერთ რამეს მივხვდი.. ჯობს ის დავაფასო, ვინც ჩემთანაა… ვინც ცდილობს ჩემთან იყოს… თორემ დრო გავა და სრულიად მარტო აღმოვჩნდები… რაც არ მინდა… – მეც არ ვიცი რატომ წამოვროშე ასეთი სისულელე…
– მართალი ხარ… – დამეთანხმა…
– არ წავიდეთ? – ეს რა თქმა უნდა მარი იყო…
წამოვდექით…
– მე აქედანვე წავალ, არ მინდა გაცილება – მარიმ…
ჩავეხუტე…
მე და გიო დავრჩით…
თოვდა…
უაზროდ ვიდექით…
– თქვი რამე… – ლიდერობა „გადმომილოცა“…
– შენ თქვი… – დავუბრუნე…
რა თქმა უნდა სიტყვა არ გვითქვამს არც ერთს…
ვიდექით და ერთ ადგილზე ვტრიალებდით უაზროდ…
ძალიან მინდოდა რამე მეთქვა, უხერხული სიჩუმე დამერღვია, რადგან ძალიან ვიყავი დაძაბული-მეც არ ვიცი რატომ… მობილურის წვალება დავიწყე.. უაზროდ ვკრეფდი და ვშლიდი ტექსტს… დედამ დარეკა.. მალე მოვალ მეთქი.. მართლა აღარ შემეძლო ასე უსიტყვოდ დგომა..
უცებ ხელები გაშალა..
– მოდი, ჩაგეხუტო…
მივედი… ჩავეხუტე… ისევ უსიტყვოდ… ცოტა ხანს ასე ვიდექით… გვათოვდა.
მიუხედავად იმ დაძაბული ურთიერთობისა რაც იყო, ძალიან მინდოდა დიდ ხანს ვმდგარიყავით ასე… თბილად და კომფორტულად ვგრძნობდი მასთან თავს.. მალევე „დავიშალეთ“…
მერე დავიძარით ჩემი სახლისკენ… ოჯახებზე ვლაპარაკობდით… ახალ წელზე…
ორივე მივხვდით, რომ ჩვენი გაღიმებული ნიღბების მიღმა ბევრი სევდა იმალებოდა… იყო რაღაც საერთო… რაღაც ახლო…
– მეტყველება როდის უნდა მასწავლო? – ნახევრად სერიოზულად მკითხა..
– გადაგიწერ სავარჯიშოებს აუცილებლად – სრულიად სერიოზულად ვუპასუხე…
უცებ, მე თვითონაც არ ვიცი, რატომ… კიდევ როდის გნახავ – მეთქი … ვკითხე.
გაეღიმა…
მეც გამეღიმა… მე არ მიყვარს – მეთქი ეს შეკითხვა… დავამატე…
შემრცხვა… რა სულელი ვარ…
არეული ნაბიჯით წამოვედი… ბატივით…
რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს ამ კითხვის გამო.
უკან მივიხედე.. მიდიოდა..
არ მოუხედავს.

***


14 იანვარი.
ფორუმელებმა გადავწყვიტეთ მზიურში შევკრებილიყავით..
არ ვაღიარებდი, მაგრამ ძალიან მინდოდა მოსულიყო… სანამ მოვიდა ცხრაჯერ ვიკითხე ბზიკი იქნებოდა თუ არა…
კარგად ვატარებდით დროს, მაგრამ თან ველოდებოდი როდის მოვიდოდა…
მიუხედავად ასეთი მოლოდინისა, რომ მოვიდა, არც შევიმჩნიე…
თითქოს ზაფხული გამიცოცხლდა…
ზაფხულში ვაწყობდით ხოლმე ასეთ დიდ შეკრებებს, სადაც ყველანი ერთად ვიყავით…
რაღაცეებს ვდებილობდი და პერიოდულად გიოსკენ ვაპარებდი თვალს…
ბევრი ცუდი მოხდა იმ დღეს…
ბოლოს ნერვები ისე მქონდა ლამის გავაფრინე…
მიხვდა, რომ უკვე ძალიან ცუდად ვიყავი და ჩამეხუტა.. სულ ორი წამით, მაგრამ მაინც დამამშვიდა რაღაცნაირად…
მაგრამ ნაადრევი აღმოჩნდა ჩემი „სიმშვიდე“ … დაძაბულობა გაგრძელდა და ბოლოს ისე მომეშალა ნერვები არც არავის დავმშვიდობებივარ ისე წამოვედი…
გული იმაზე მწყდებოდა, რომ ვერც გიოს დავემშვიდობე…
ისინი მაღლა დარჩნენ, მე კი გიჟივით წავედი წინ.
ცრემლები მახრჩობდა.. ამიტომ არ მინდოდა ვინმეს დავენახე…
საშინელ ხასიათზე ვიყავი…
ყველაზე ცუდი, რაც იმ დღეს გავაკეთე ის იყო, რომ სულ ტყუილად ვეჩხუბე გიოს…
არაფერ შუაში არ იყო თურმე, რაც მერე გავარკვიე და იმის ნაცვლად, რომ მშვიდად გამერკვია, საყვედურებით ავავსე…
ღამე მომწერა დიდი მესიჯი…
თურმე რა ტყუილად ვიდებილე ამდენი…
შემრცხვა…
არ ვიცოდი რა შთაბეჭდილება შეექმნებოდა ჩემზე…
არც ის ვიცოდი ასე რატომ მაწუხებდა ეს საკითხი.. ფაქტი იყო ვერ მოვისვენე.
რაღაცები ვიფილოსოფოსე…
„არ მინდოდა შენზე შთაბეჭდილება შემცვლოდა და მიხარია, რომ არ მოხდა ასე“ … და ა.შ…
ძალიან ჩვეულებრივად მიპასუხა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს ტყუილუბრალოდ არ გამილანძღავს…
გაატარასავით – რაც ძალიან გამიხარდა…
ენა ამოვიდგი, თითქმის შუაღამემდე ვწერდით ერთმანეთს.
დამეძინა.

***

16 იანვარი.
დილას ვუპასუხე წინა ღამის მესიჯს…
რატომღაც მოუთმენლად ველოდებოდი პასუხს…
როდის როდის მომწერა..
ვერ მივწერე ნორმალურად, როგორც ყოველთვის ახლაც სადღაც ვიყავი…
არ ვიცი აღარ ეცალა თუ უბრალოდ ლაპარაკი არ სურდა, აღარ მოუწერია.
ის დღე კარგად გავატარე, ბევრი ვიბოდიალე, მეგობრებიც ვნახე…
ამ ყველაფრის პარალელურად გიოს მესიჯს ველოდი.
აღარ გამოჩენილა…
ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები..
თუ ასეთი სულ ერთი იყო, რატომ მინდოდა მასთან ლაპარაკი?
ეს კითხვა ათასჯერ დავუსვი ჩემ თავსაც და ძმაკაცსაც…
– შეყვარებული ხარ შე უბედურო – დამამშვიდა შოთამ..
– გააფრინე? შეყვარებულიც ხარ და ისიც… – ისე ვუპასუხე თითქოს საშინელება მაკადრა..
მივედი სახლში..
გაბრაზებული ვიყავი რომ დაიკარგა.
არადა წესით არ უნდა გავბრაზებულიყავი, სულაც არ იყო ვალდებული დღე და ღამე ჩემთან ელაპარაკა…
მესიჯის ხმა Facebook-ზე.
„სად დაიკარგე?“ – გიო იყო.
– შენ სად დაიკარგე? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და უკვე ვიცოდი, რომ ამას არ შემარჩენდა.
– კითხვაზე კითხვით პასუხი რა უბედურებაა? – ასეც ვიცოდი, რომ რაღაც ასეთს მომწერდა.
– ჰო, ვიცი ცუდი საქციელია, გამოცდებისთვის ვემზადები…
ისევ უეცრად გაქრა.
ასე იცოდა, შუა საუბარში ადგებოდა და გავიდოდა, ან უბრალოდ აღარ გწერდა და მორჩა…
გავბრაზდი და საერთოდ გამოვრთე კომპიუტერი…
იდიოტი…

***

Exit mobile version