Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი V


17 იანვარი.

რა თქმა უნდა არ მწერდა…
წინა დღის გაბრაზებას ჯერ არ გაევლო, ამიტომ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ცხვირაბზუებული ვიჯექი კომპიუტერთან და არც ვიხედებოდი ონლაინ სიისკენ.
თითქოს დაინახავდა ასე რომ ვაპროტესტებდი მის სიჩუმეს.
თინზე ერთ-ერთი იუზერის სტატუსს მოვკარი თვალი, მთელი დღე Battle City – ს ვთამაშობო…
მაშინვე ამოტივტივდა გონებაში ბავშობის მოგონება.. ეს ჩვენი ბავშობის თამაში იყო ..
მაშინვე დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელი იყო ონლაინში მეთამაშა.
უბედნიერესი ვიყავი, თითქოს ბავშობა დამიბრუნდა… უზრუნველი… უდარდელი… როგორც ადრე…
იმდენად გამიტაცა თამაშმა, რომ სულ გადამავიწყდა თუ გიოზე ვიყავი გაბრაზებული.
რა თქმა უნდა გაბრაზების მიზეზი არც ახლა მქონდა რეალურად.
მხოლოდ იმიტომ ვბრაზობდი, რომ მთელი დღე არ მოუწერია.
ონლაინში იყო.
მივწერე ^.^
არადა ლამის დავიფიცე აღარ მივწერ-მეთქი.
სულ არ მაინტერესებდა ფიცი და პრინციპები, ბავშობის „ტანკები“ ვიპოვე და ახლა ვინმესთვის უნდა გამეზიარებინა ეს ემოცია…
აღმოჩნდა, რომ თურმე ისიც საათებს ატარებდა ამის თამაშში…
გამიხარდა, რომ რაღაც მაინც გვქონდა საერთო.
რა თქმა უნდა ისევ გაქრა..
დავემშვიდობე და ისევ მსუბუქად ნაწყენმა გამოვრთე კომპიუტერი.

***


18 იანვარი.

ძალიან დაღლილი მოვედი სასცენო მეტყველებიდან…
არავის დანახვა არ მინდოდა, ერთი სული მქონდა ჩაი დამელია და დამესვენა…
ახალი პიემი დამხვდა..
ილუზიაც არ მქონია, რომ იმ დღის მოწერილი იყო, ზუსტად ვიცოდი, გუშინდელი იქნებოდა.
ასეც მოხდა..
არ იყო ონლაინში, მაგრამ პასუხი მაინც გავეცი..
(რომ მოვიდოდა ხომ უნდა მოეწერა) .. ასე უფრო მეტი ალბათობა იქნებოდა ამის…
მწვანედ აენთო , მაგრამ ცოცხალი თავით არ მწერდა.
ავდექი და ფანჯრიდან გავიხედე…
გავიხედე – გავშეშდი…
დიიდი თეთრი ფანტელები ცვიოდა…
საოცრად რომანტიკულ განწყობაზე დავდექი…
ლამაზ სურათებს ვდებდი, ჩემი Tumblr-იც ავაფეთქე ახალი „სათოვლო“ ფოტოებით…
მესიჯის ხმა საიტზე..
„ რა სასიყვარულო ფოტოებს დებ ? :დდ
გაიჩინე ვინმე ? „
ჰო შეუძლია რომ ცინიზმის გარეშე მომწეროს??? – გავიფიქრე…
ისევ გავბრაზდი..
მარტო მას შეეძლო ასე უცებ გავებრაზებინე..
– სასიყვარულო კი არა სათოვლო და ლამაზი ფოტოებია <3 არა, არავინ, უბრალოდ ასეთ ხასიათზე ვარ )) – სიყვარული ისევ უკუვაგდე.
ვის გამო ვიყავი ასეთ ხასიათზე ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი..
უბრალოდ ძალიან მინდოდა ლაპარაკი არ შეეწყვიტა, მაგრამ შეწყვიტა…
გავთიშე კომპიუტერი და დავწექი..
ვერ მოვისვენე.. ფარდა გადავწიე და ვუყურებდი ფანტელების ცეკვას…
როგორ მინდოდა მოეწერა..
ამ დროს ტელეფონის ეკრანი აინთო..
„ისაა“ – გავიფიქრე და პეპლები აფარფატდნენ მუცელში.
მართალიც აღმოვჩნდი…
შეუმჩნევია თოვლი და მწერდა, რა იქნება ვინმემ ქეჩოში ხელი მომკიდოს ხოლმე და გარეთ გამახედოსო…
ისეთი მესიჯი მივწერე, რაც მისას არანაირად არ პასუხობდა…
ის მივწერე რასაც იმ წამს ვფიქრობდი…
თავი მეც ერთ-ერთი ფანტელი მგონია – მეთქი…
15 წუთში შენ კორპუსთან ვიქნები, გამოხვალო? – მომწერა.
პანიკამ მომიცვა, თვითონაც იცოდა, რომ არ/ვერ გავიდოდი, ვერ მივხვდი რატომ აკეთებდა ამას..
დავიწყე უთავბოლო წერა იმის შესახებ, რომ უკვე ვიწექი, რომ არავინ გამიშვებდა ამღამიანად და ა.შ.. მაგრამ მგონი სულ ტყუილად, ისედაც იცოდა ყველაფერი…
„შენ კორპუსთან ვარ“ …
მომწერა…
ტირილი მინდოდა…
წარმოვიდგინე რომ სულ ახლოს იყო, სველი და გაყინული, სულ მარტო…
მე კი ფანჯრიდანაც არ გამიხედავს…
„კაი არაუშავს, ტკბილად დაიძინე :*“ .. რა დამაძინებდა..
– „გეწყინა?“ – მივწერე.
– „იცოდე აქ უცნაურ კითხვებს მარტო მე ვსვამ :დ“
– „მითხარი, გეწყინა?“
– „შეიძლება ცივი ადამიანი გეგონო, მაგრამ ჩემი პასუხი იქნება მაინც არა. იცი, ვიცოდი რომ უფრო მეტად არ გამოხვიდოდი, მაგრამ მაინც ვცადე“

აღარაფერი მივწერე… ვეღარ მივხვდი რა მიმეწერა…
ჩამეძინა…
შუაღამისას გამომეღვიძა და კიდევ დამხვდა მისი სმს.
„კაი რა იყო, ჰო არ დაიგრუზე? თუ გინდა ანეგდოტს მოგიყვები, დაიცა გავიხსენო :*“
წარმოუდგენელია, მაინც იმაზე ფიქრობდა როგორ მოვეყვანე ხასიათზე… ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც…

***


20 იანვარი.

თეატრში ეტიუდების დადგმის პირველი მცდელობა გვქონდა…
პირველის კვალობაზე ნორმალური იყო, თუმცა უამრავი შენიშვნა დავიმსახურეთ…
გაგას დავპირდით, რომ ყველაფერს დავხვეწდით…
ძალიან ვიყავით დაღლილები.. სკამებზე ვეყარეთ და ვლაპარაკობდით..
გიოს მივწერე.. ანგარიშზე არ ქონდა, უცხო ნომრიდან მომწერა, საკმაოდ თბილად – რაც ძალიან გამიკვირდა…
„რომელზე ამთავრებ? 6 კენ ჯავახიშვილში ვარ… თუ გინდა შევხვდეთ“ ^.^
ყურებამდე გამეღიმა…
„შევხვდეთ ^.^“ – მივწერე…
ერთი სული მქონდა როდის გახდებოდა ექვსი…
მანამდე ლიგამუსში ავედით მე და ნუკა.. ვიფიქრე ცხელ შოკოლადს დავლევდი და დროს გავიყვანდი…
დრო რა თქმა უნდა მალე გავიდა, იმდენად მალე, რომ გიოსთან დამაგვიანდა :დ
არ ვიცოდი რა უნდოდა მე-2 კორპუსში, მაგრამ არც მაინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ ვნახავდი…
კარებთან იდგა ^.^ ისე კარგად გამოიყურებოდა თვალი ვერ მოვწყვიტე…
თმა შეეჭრა .. უხდებოდა <3
რომელიღაც აუდიტორიას ეძებდა.. თურმე ლუკას ლექციაზე უნდა შევსულიყავით და მისი საგამოცდო საკითხები ჩაგვეწერა. იურიდიულის ლექციამ დიდად ვერ მომხიბლა, მაგრამ მთავარია ერთად ვიქნებოდით, ეს მახარებდა…
ვერ გამეგო რა მჭირდა, რატომ მომწონდა ასე ძალიან მასთან ყოფნა.. მასთან ლაპარაკი.. რატომ ველოდი მის მესიჯებს თითქმის მთელი დღეები, რაც არ უნდა მეკეთებინა პარალელურად მასზე რატომ ვფიქრობდი…
არც მინდოდა პასუხი მეპოვა.. იმდენად კარგი იყო ეს შეგრძნება – პეპლები მუცელში…
ვისხედით ლექციაზე და მოსმენის გარდა ყველაფერს ვაკეთებდით…
რაღაც მწარე კომენტარებს ესროდა ლექტორს, თუ ასე გააგრძელებდა აუცილებლად გაგვყრიდნენ აუდიტორიიდან…
თავი დავდე მერხზე.. გიომაც დადო… ასე ვუყურებდით ერთმანეთს…
Eye Contact… არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს წუთი.. გაეღიმა.. მეც გამეღიმა.. რა საყვარელი იყო იმ წამს..
უცებ გალაკტიონის „მერი“ წამოიწყო..
რა თქმა უნდა ავყევი და მაშინვე კოსტავაზე წაკითხული ლექსი გამახსენდა… როგორი სულ ერთი იყო მაშინ… ახლა კი..
არ ვიცი რაზე ვფიქრობდი.. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.. ისეთი ახლობელი იყო, ისეთი სასურველი, მისაღები.. სახელს ვერ ვარქმევდი ამ ყველაფერს..
ფეხით ჩავედით რუსთაველამდე…
– ერთი პატარა გოგოა… იმ დღეს გავედი მასთან, მაგრამ გამოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ, ფანჯრიდანაც კი არ გამომხედა.. შენი აზრით რა ქვია ამ საქციელს? – დაახეთქა უცებ..
მოვიწყინე.. ისედაც არ მახსენდებოდა ის დღე კარგად და მაინც გამიხსენა.. მეწყინა.
თავისუფალ თეატრთან დავსხედით..
ბევრ თემაზე ვლაპარაკობდით…
უცებ ძალიან მომინდა გაეგო, რომ მეც ვფიქრობდი მასზე.. პირდაპირ ვერ ვეტყოდი, თან აღარ ვიყავი დარწმუნებული ისევ მოვწონდი თუ არა..
– იცი, ცხოვრებაში ყველაფერი დასწრებაზეა… თუ შენი დრო შენ არ მოიყვანე, თავისით არ მოვა… უნდა იმოქმედო.. – ფაქტიურად მოვუწოდე, რომ დროულად ეფიქრა ჩემზე.. არ ვიცი რატომ მოვიქეცი ასე..
მალევე წავედი.. ხელი გადამხვია და ასე მივდიოდით.. წასვლის წინ ჩამეხუტა…
ისევ პეპლები..
მთელი გზა მასზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა…
არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში – უბრალოდ ის დღე იყო ძალიან კარგი..
მაინტერესებდა მომწერდა თუ არა…
დაინტერესდებოდა თუ არა როგორ მივედი..
მომწერა.. <3
უზომოდ გამიხარდა..
ძალიან თბილად ვუპასუხე..
უცებ შემთხვევით სხვისი მესიჯი გამომიგზავნა. არაფერი ვუპასუხე.. ისევ თვითონ მომწერა..
„არ უნდა მითხრა, რომ სხვის მესიჯებსაც შენ გწერ? სულ ფეხებში მებლანდები..“ – გამეცინა..
– „რა იყო კოწიკ, ასე გაწუხებს ფეხებში ბლანდვა?“ – სხვა ვერაფერი ვუპასუხე.. გიჟივით ვიცინოდი…
– „კოწიკი შენ ხარ, კოწიკები ებლანდებიან ფეხებში“ – ისევ სიცილი ამიტყდა.
– „მაინც რას გულისხმობ ფეხებში გაბლანდვაში?“ – გულწრფელად დავინტერესდი…
– „ფეხებში ბლანდვაა, როცა თან არის სიმპათია, თან მაგარი Friendzone-ს სუნი დგას.. და გულის გატეხვის კიდე :პ“
მივწერე, რომ სიმპათიები ნამდვილად იყო…
– „იმედის მომცემ მესიჯად ჩავთვალო?“ – პირდაპირ მკითხა..
– „შეიძლება…“ – როგორც ყოველთვის გაურკვევლად ვუპასუხე…
იმ ღამეს ტკბილად მეძინა.

***


21 იანვარი.

გიჟივით დავრბოდი.. ჯერ უნივერსიტეტში ვიყავი, მერე მარის გავუარე გეპეიში…
ლერი და მარი დამხვდნენ ^.^
უფრო სწორად ერთად მოვიდნენ და სანამ მოვიდოდნენ ერთი-ორი ისე მიყურებდა სისხლი გამეყინა ძარღვებში…
მოვიდნენ როგორც იქნა და შვებით ამოვისუნთქე.. იმ იდიოტების მზერას ისევ ვგრძნობდი, მაგრამ უკვე დავიკიდე, ახლა ხომ „სამშვიდობოს“ ვიყავი …
ნელა მივდიოდით უცებ სალიმ რომ ჩაგვიქროლა..
ისეთი სიჩქარით მიდიოდა, ვერც შეგვამჩნია.
დავურეკეთ, რომ გაჩერებულიყო :დდ უკან მობრუნდა .. საყვარელი <3
კარგ ხასიათზე ვიყავი..
გიო ვახსენე რამდენჯერმე..
ლერიმ ეჭვის თვალით გამომხედა… მარიმაც…
– მიწერე, აქვე ცხოვრობს, უცებ მოვა.. – მარიმ მითხრა..
– ახლავე ^.^ – მეც მეტი რა მინდოდა…
მივწერე და მოუთმენლად ველოდებოდი პასუხს… რამდენჯერმე დავხედე ტელეფონის ეკრანს.. ლერის როგორც ჩანს არც ეს გამოპარვია. არც მარის.. მგონი არც სალის..
მივხვდი, რომ არაბუნებრივად ვიქცეოდი, ამიტომ „დავმშვიდდი“..
– არ მოუწერია შენ ბიჭს? – მარი…
– ჩემი ბიჭი ვინაა? – ვითომ ვერ მივხვდი ვიზე მითხრა…
– ბზზზზ……. – რა საზიზღარი გოგოა xD
– მომწერს ალბათ.. და ჩემი რატოა?? – არ შევიმჩნიე..
მომწერა.. ეძინა შტერს <3 მოვალო…
აქამდე თუ მის მესიჯს ველოდი, ახლა თვითონ მას ველოდებოდი, ოღონდ აღარ ვიმჩნევდი…
უცებ დავინახე გზის მეორე მხარეს მოდიოდა..
– აი გიო!! – წამოვიძახე..
არ ვიცი, რა ინტონაციით ვთქვი, მაგრამ სამივემ მე გამომხედა…
– გამოგიჭირე!! – მარიმ…
მინდოდა მეკითხა რაში გამომიჭირა, მაგრამ გიოც მოვიდა და სამომავლოდ გადავდე…
იქვე დავსხედით.. მარისთან იჯდა..
რაღაცეებზე ვლაპარაკობდით.. არაფერი განსაკუთრებული…
მერე ლერი წავიდა… სალიც…
დავრჩით სამნი..
მარი ატყდა ჩვენც წავიდეთო…
მილიონნაირად ვცადე რომ დამეტოვებინა, არ მინდოდა ასე მალე „დაშორება“ გიოსთან, მაგრამ ვერ დავტოვე მარი…
დავიძარით…
14 ნომერს ველოდებოდით.. ავტობუსს.
არ მახსოვს რაზე, მაგრამ თქვა ამ ორ ქათამთან რა მინდაო…
მე და მარი გვიგულისხმა..
ის დღე გამახსენდა თეატრიდან რომ წამოვედით, მაშინაც ქათამი მიწოდა.
ისე მეწყინა ლამის რაღაც ჩავარტყი.. ცხვირი ავიბზუე.. ასე თუ არ მოგწონს ჩვენთან ყოფნა წადი-მეთქი…
ავტობუსიც მოვიდა. ცუდ ხასიათზე დავდექი, მაგრამ არ ვიმჩნევდი.. ადრე თუ ვცდილობდი დიდ ხანს დავრჩენილიყავი, ახლა ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი იქაურობას… თვითონაც ამოვიდა ავტობუსში.. გაგარინამდე ამით წამოვალო..
ჩვენგან მოშორებით იდგა.. მალევე ჩავიდა..
მოვიწყინე.. მარის ველაპარაკებოდი..
ვიღაც იდიოტი დამიდგა გვერდით, მამაჩემზე დიდი იქნებოდა…
მარი ერთი გაჩერებით ადრე ჩავიდა.. მეც მოვემზადე ჩასასვლელად. გვერდით დამიდგა ეს კაცი.. ძალიან ლამაზი ხარო.. აი მანდ მივხვდი, რომ დამერხა.. გული ისე მიცემდა ლამის გამისკდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, კომპლიმენტიც გავატარე და მშვიდი სახით ჩავედი..
ჩამომყვა.. ლამის ჩავიკეცე.. ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი.. იმდენად ჩქარი, რომ იქვე მდგარი ანი ვერც შევამჩნიე, ისე ჩავუქროლე.. სამაგიეროდ ანიმ შემამჩნია, წაშლილი მქონდა სახე..
თან მიხვდა რომ ეს ტიპი მე მომყვებოდა.. არ გაჩუმებულა გზაში. უკვე აგრესიულად მეუბნებოდა გაჩერდი და დამელაპარაკე, ძალიან ლამაზი ხარო.. ბოლოს ხელი ჩამავლო ხელში და ანიც გამოჩნდა.. ლამის გული წამივიდა შიშისგან, ამან რომ დაინახა ანი, გაიქცა..
ხმას ვერ ვიღებდი.. მერე ისეთმა პანიკამ მომიცვა ძლივს დავმშვიდდი…
მაშინვე მივწერე გიოს და მარის, იმ ტიპს ვლანძღავდი..
საღამოს მარის ველაპარაკე…
– იცი, მგონი გიო მომწონს… – ჩემდაუნებურად ვუთხარი..
– მოგწონდეს მერე, გიშლის ვინმე? – ისე მიპასუხა მივხვდი, ახლა მთლიანად ნიკაზე იყო გადართული.. – ისე, კი შეგატყე… – გააგრძელა..
– ჰო… – მეტი აღარაფერი მითქვამს…
კარგ ხასიათზე დავდექი..
ონლაინში იყო გიო.. მივწერე..
მომიკითხა, ხომ დამშვიდდიო.. მესიამოვნა ყურადღება..
იმ დღეს ბევრი აღარ გვილაპარაკია..
დავწექი…
დიდ ხანს ვერ ვიძინებდი… ვფიქრობდი რა მოხდა ჩემში… რატომ ვუთხარი მარის, რომ გიო მომწონდა.. ნუთუ მართლა ასე იყო?? არ ვიცი… ვიხსენებდი იანვარში რამდენჯერ ვნახე, როდის რა ვუთხარი, რას ვგრძნობდი და მივხვდი, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად მემატებოდა სიმპათია.. ისე, რომ ვერც ვხვდებოდი…
მივხვდი ამას და შემეშინდა…
შემეშინდა იმის, რომ ეს ყველაფერი დამასუსტებდა.. მეშინოდა არ შემყვარებოდა.. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ ამ პროცესს ვერ ვაჩერებდი…
ჩამეძინა…

***

Exit mobile version