Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი VII


30 იანვარი.

მობილურის ზარმა გამაღვიძა..
გადავწყვიტე ვინც არ უნდა ყოფილიყო მეგინებინა, ასე უსინდისოდ რომ მაღვიძებდა დილის 8 საათზე!!!
შოთა იყო.. გინება გადავიფიქრე, ისე მენატრებოდა <3
40 წუთში ილიასთან იყავიო..
წარმოდგენა არ მქონდა გამოცდამდე ორი საათით ადრე რა მინდოდა ილიასთან, მაგრამ ჩავიცვი და გავედი..
რა თქმა უნდა დავაგვიანე..
ჩავეხუტე.. დიდი ხნის უნახავი მყავდა ^.^
გამოცდის მერე გიო უნდა მენახა <3
 – რამდენი საათი გაქვს გამოცდამდე? – ისე მკითხა, თითქოს არ იცოდა..
– ორი..
– მაკდონალდსისთვის გვეყოფა ^.^ – ჩაილაპარაკა..
ყინავდა… -3 გრადუსი იყო..
რა თქმა უნდა დრო ძალიან მალე გავიდა და გამოცდაზე 20 წუთი დავაგვიანე..
რომ შევედი მიშამ ისეთი თვალებით გამომხედა, მერჩივნა სულ არ შევსულიყავი…
ბოლოში დავჯექი..
მალევე მოვრჩი წერას, მაგრამ გიოს მოსვლამდე კიდევ 15 წუთი რჩებოდა, ამიტომ დავიწყე ხალხის თვალიერება..
როგორც იქნა გახდა ორი და გამოვედი აუდიტორიიდან..
ჯერ გიო არსად ჩანდა.. ბოდიალი დავიწყე..
მალევე მოვიდა <3 გამოცდიდან მოდიოდა თვითონაც ^.^
როგორც ყოველთვის, ახლაც კარგად გამოიყურებოდა..
ჩავეხუტე ^.^
იმ დაძაბულობის კვალიც გამქრალიყო…
ჩამეღიმა..
ვაკის პარკისკენ წავედით..
სულ დათოვლილი იყო იქაურობა <3 ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი.. თეთრი.. ქათქათა…
ვილაპარაკეთ.. ვიბოდიალეთ და გავჩერდით..
ჩამეხუტა..
– მწყინს რომ არ მეუბნები ხოლმე, როცა ცუდად ხარ.. რა მომენტია იცი? მე მგონია, რომ კარგად ხარ, შენ კი ამ დროს მოწყენილი ხარ ხოლმე.. თურმე.. – ისე მითხრა, აშკარად მართლა აწუხებდა ეს საკითხი.
– იცი რა.. არაა აქ ნდობის მომენტი.. არ იფიქრო რომ არ გენდობი.. უბრალოდ როგორ გითხრა, არ ვარ მიჩვეული ჩემი პრობლემების სხვისთვის მოხვევას..
– მე უცხო არ ვარ, არც შენი პრობლემებია ჩემთვის უცხო. შენი პრობლემა ჩემიცაა.. – გულწრფელი ჩანდა..
– აწი გეტყვი ხოლმე.. – გამეცინა.
ასე ჩახუტებულები ვიდექით დიდხანს.. მის გულისცემას ვუსმენდი და მეღიმებოდა..
როგორი ახლობელი იყო ამ წამს ჩემთვის..
ჩაახველა..
ჰაერი რაღაცნაირად დაიმუხტა..
„იცი, მგონი დადგა დრო გითხრა ის, რაც არავისთვის მითქვამს..“ – რა, რას ამბობდა .. გული ამიჩქარდა.. – „მიყვარხარ…“
გაჩერდა ყველაფერი.. ჰაერის მოძრაობა.. სუნთქვა.. გულისცემა.. სისხლი ძარღვებში.. დრო..
ვერ ვიჯერებდი.. ყველაფერს ველოდი ამის გარდა..
ბედნიერებისგან და მოულოდნელობისგან ისე დავიბენი, ვერაფერი ვთქვი, საერთოდ ვერაფერი..
– რაა? – ავხედე გაოცებულმა.. მეტი ვერაფერი ვთქვი.. სიტყვა გამიწყდა..
ვიდექით ასე გაშეშებულები იმ თეთრ, დრო გაჩერებულ სივრცეში..
– რა რა? – გაოცებული იყო..
– რა თქვი? – გავუმეორე შეკითხვა და უცებ ჩავეხუტე..
ისევ ამოძრავდა ყოველივე..
სისხლმა დაიწყო მოძრაობა.. გულმა – ფეთქვა..
– მეც მიყვარხარ… ძალიან ჩუმად ვთქვი და სიცილი ამიტყდა..
ბედნიერებისგან ორივე გიჟებივით ვიცინოდით..
როდის მოხდა.. როგორ.. არ ვიცოდით..
– შოკში იქნებიან.. ბავშვები.. – ის ვთქვი რაზეც იმ წამს ვფიქრობდი..
მარის გარდა არავინ იცოდა თუ ერთმანეთს ვხვდებოდით.. ეგონათ საერთოდ ძლივს ვიცნობდით ერთმანეთს.. ასეც იყო.. ცოტა ხნის წინ ასე იყო!!!
არ მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით..
ათას შეკითხვას ვუსვამდით ერთმანეთს..
„იმ წამს რას ფიქრობდი?“ .. „რატომ მომწერე ის“ .. „რატომ არ მწერდი“ .. „შენც გენატრებოდი?“ .. „როდის შეგიყვარდი?“ .. „რატომ?“ .. და ა.შ..
ძალიან ბევრი ვიარეთ..
ბედნიერებისგან ორივე ვბრწყინავდით..
ჩემ სახლთან რომ მოვედით ჩამეხუტა..
შემაღლებულ ადგილას ვიდექი და რა თქმა უნდა მაინც ჩემზე მაღალი იყო :დდ
ვიდექით ასე ჩახუტებულები..
ლოყაზე ლოყა მივადე..
ჩუმად ვიყავით..
დრო თითქოს ჩვენ მიღმა მიდიოდა..

 ***


31 იანვარი.

ძალიან მაგრად თოვდა ^.^
სულ თეთრი იყო გარემო <3
მარი ძლივს დავიყოლიე, რომ გარეთ გამოსულიყო..
გიოც მოვიდოდა ^.^
მიხაროდა ^.^
სანამ გიო მოვიდა პატარა ბავშვებმა გაგვიგდეს მე და მარი, იმდენი გუნდა გვესროლეს იძულებულები გავხდით იქედან წამოვსულიყავით…
აღარ დაადგა საშველი გიოს მოსვლას..
მე და მარიმ დავმარხეთ ერთმანეთი თოვლში..
რომ დავიღალეთ გუნდები გავამზადეთ გიოსთვის, მოსვლისთანავე რომ დაგვებომბა..
გამოჩნდა..
ბოროტი გამომეტყველებით დავიძარით მისკენ :დდ
ისეთ დღეში ჩავაგდეთ ვერც ერთს ვეღარ გვიტანდა..
სულ სველი იყო და გაყინული.. კვატი კვატი <3
რა საყვარელი იყო <3
ეს რა ქაჯი შემყვარებია, დღესვე შევცვლი relationship status-ო ამბობდა :დდ
მარი მალევე წავიდა…
ვბოდიალობდით და ვლაპარაკობდით, პერიოდულად ვგუნდაობდით..
დაღამებამდე ვიარეთ იმ სიცივეში..
– მითხარი, რომ გიყვარვარ. – მითხრა უცებ..
– არა!! – გავჯიუტდი.
– მითხარი!! თორემ დაგაგდებ. – იყო გამკეთებელი.. ხელი დამავლო და დაგდება დამიპირა..
წონასწორობა დავკარგე.. თმით უკვე თოვლს ვეხებოდი.
– მიყვარხარ – ხმამაღლა ვთქვი..
– კიდევ მითხარი, დაგაგდებ თუ არ იტყვი!!
– მიყვარხარ!!! – ახლა მთელი ხმით ვიყვირე…
– მეც მიყვარხარ – გაიღიმა..
სულ ოდნავი შეხება ტუჩზე… და ბევრი პეპლები…
როგორც კი მიწა მყარად ვიგრძენი ფეხქვეშ, ეგრევე შეტევაზე გადავედი..
– მე ისეთი ვარ, ხელის გულზე უნდა მატარებდე, შენ კიდევ როგორ მექცევი… – უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე..
– გატარებ კიდეც!! – თქვა და უცებ ხელში ამიტაცა..
არანორმალური <3
აქეთ-იქით დარბოდა :დდ
გეგონება 42 კი არა 12 კილო ვიყავი ;დდ
ვეხვეწებოდი დამსვი-მეთქი..
ისტერიული სიცილი ამიტყდა..
არ დამსვა :დდ ლამის ჩემ კორპუსამდე მატარა ასე..

***

3 თებერვალი.

ლიგამუსში გადავწყვიტეთ გასვლა <3
მენატრებოდა იქაურობა..
ნუკა და ბავშვები დამხვდნენ..
გიომ მომწერა დათოც დაგხვდებაო.. ^.^ დიდი ხნის უნახავი მყავდა, გამიხარდა.
მერე ნემოც მოვიდა…
გიოს გარდა ყველა იქ ვიყავით..
გიოც მალე მოვიდა ^.^
ისეთი გამომეტყველებით მოდიოდა მე და დათო ჩავბჟირდით.
გვერდით დამიჯდა.. <3 ხელი ჩავკიდე და ვისხედით ასე ჩახუტებულები…
როგორი საყვარელი იყო <3
-მაინც მოგახვედრეთ კადრში!! – ეს ნუკა იყო..
იპაპარაცა :დდ
(აი მისი შემოქმედებაც) ^.^

საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი მასთან თავს…
მე-მე ვიყავი.. ყოველგვარი თამაშის და ნიღბების გარეშე.. არ მჭირდებოდა მასთან თამაში..
დრო შეუმჩნევლად გავიდა..
გიო ატყდა ლენა უნდა გაგაცნოო :დდ
მეც მინდოდა ლენას გაცნობა, მაგრამ სახლშიც მეჩქარებოდა :დდ
ძალიან კი ვაპროტესტე, მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი გამოვიდა, დათომ და გიომ თავისი გაიტანეს..
საყვარელი ქალი აღმოჩნდა ^.^
თან ძალიან საყვარელი <3
გაჩერებაზე რომ გამოვედით ჩვენ გარდა თითქმის არავინ იყო…

ჩამეხუტა როგორც ჩვეოდა..
მეც ჩავეხუტე..
ლოყით მივეფერე სახეზე..
არ მახსოვს რას მიყვებოდა, მაგრამ სიცილით ვკვდებოდი..
ლოყაზე მომეფერა ხელით..
წელზე მომხვია ხელი უცებ და მაკოცა… აი მაშინ აფარფატდნენ პეპლები…
დამავიწყდა ყველაფერი..
ისიც, რომ საშინლად ციოდა გარეთ, ისიც, რომ მარშუტკა იგვიანებდა, სახლში რომ მაგვიანდებოდა.. ყველაფერი..
არაფერზე ვფიქრობდი.. მარტო ის ვიცოდი, რომ მიყვარდა..
ვიცოდი ის, რომ მისი შეხება, მისი ჩახუტება და კოცნა მათბობდა..
სულს მითბობდა და ბედნიერებით მავსებდა..
აღარ ვბრაზობდი მარშუტკის მძღოლზე..
დაეგვიანა რამდენიც უნდოდა..
აღარ მინდოდა წასვლა.
არც იმ წამს და არც არასდროს..

***

რა ხდება დღესდღეობით?

მალე ერთი თვე გახდება რაც ერთად ვართ..
ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი..
რაც მეტი დრო გადის, მით მეტად მიყვარს..
დღესდღეობით ხდება ღიმილი, ხელში ატაცება, კამათი, ხუთ წუთში შერიგება,
გაბუტული ტუჩები, თმაზე მოფერება, ჩახუტება, კისერზე ხელის მოხვევა,
კისერზე ცხვირის მიდება.. სიყვარული ხდება დღესდღეობით..
ალბათ ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, რატომ დავწერე ეს ყველაფერი, ან არ დამეზარა?
მინდოდა ჩვენი სიყვარულის ისტორია მქონოდა..
რატომღაც საინტერესოდ მეჩვენა ეს ყველაფერი და დაწერაც გადავწყვიტე..
არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი..
კიდევ ერთი დღე.. კვირა.. თვე.. წელი..
არც მინდა ვიცოდე..
არ ვფიქრობ ამაზე..
მარტო ერთი რამ ვიცი..
ერთმანეთი გვიყვარს..
დღეს ასეა..
დღეს მე მინდა შენთან ვიყო..
სულ, სულ, სულ …

დასასრული. 

 

Exit mobile version