Site icon მოიისფრო

მეც გავფრინდები…

მე მჯერა… მჯერა ოდესმე წავალ… მე არ ვაპირებ სიკვდილს… უბრალოდ გავქრები, ლამაზად, უჩუმრად… წავალ, თუნდაც ამისთვის ზღვის გადაცურვა დამჭირდეს… მე სიმღერით გადავცურავ ზღვას და დავუბრუნდები იმ სამყაროს, რომელსაც ნამდვილად ვეკუთვნი… ჯოჯოხეთიდან სამოთხეში… ტყუილიდან სიმართლეში… სიძულვილიდან სიყვარულში…
სიბნელიდან სინათლეში… შავიდან თეთრში… შავთეთრიდან ფერადში… ტყუილით სავსე დედამიწიდან ჩემს სამყაროში გავფრინდები!!! გავფრინდები, რადგან გაფრენა მუდამ მინდოდა, ახლაც მინდა და მოვახერხებ კიდეც…
ჩვენც ჯინსების თაობა ვართ… მათ მოახერხეს გაფრენა… „საქართველოში დღემდე უამრავ ადამიანს სწორედ ასე სჯერა, რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ“…
მეც გავფრინდები…

Exit mobile version