Site icon მოიისფრო

მთვარესაც მოვბეზრდით.

image

მოვბეზრდით მთვარესაც, სულში ჩამოთოვა.
მოვბეზრდით ყველაფერს.
მოვბეზრდით ცისარტყელას, ალბათ ჩვენც მოგვბეზრდა გამუდმებული მცდელობა მისი დახატვისა. მზემ მიგვატოვა, ფერებს ვერ ვარჩევთ.
დაგვტოვა ღამემ, სიზმრებმა, ფიქრებს აღარ აქვთ შენი სუნი და გემო.
აღარც აზრები ეხვევა სიგარეტის კვამლში, არც ჭიქა ჩაის ვუზიარებთ ჩვენ არსებობას.
წვიმას აღარ მოაქვს იასამნების სურნელი ჩემამდე.
ჩვენ ასაფრენად მზადმყოფ ჩიტებს ვგავდით, რომლებისთვისაც ეს ცა მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა.
ჩვენ ვერ გავფრინდით, ვერ გავცდით საზღვრებს და დავრჩით “მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად, 
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით”.
სიმარტოვე გვაცინებს.
დაღლილობას ვეჩვევით.
ვნებდებით საკუთარ სისუსტეებს და ვხვდებით, მთვარესაც მოვბეზრდით.

Exit mobile version