Site icon მოიისფრო

ნინი. <3

რომ დაიბადა, ძალიან ვიეჭვიანე.
მე 6 წლის ვიყავი, 1 სექტემბერს შევედი სკოლაში და 13-ში თვითონ მოევლინა ქვეყანას.
მახსოვს, დილას რომ გავიღვიძე, ბებომ სურათი მანახა.
ეს შენი პატარა დაიკოაო, უნდა გიყვარდეს და გაუფრთხილდეო.
ვუყურებდი სურათზე გამოსახულ ერთი ციცქნა არსებას, რომელიც გაღიმებულ დედას ეწვა გვერდით და
ვერაფრით ვხვდებოდი რატომ უნდა მყვარებოდა, ან გავფრთხილებოდი.
პირველად რომ ვნახე გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა.
პატარა იყო და ძალიან ლამაზი, სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით ულამაზესი ნაკვთები და სუფთა, თეთრი კანი ქონდა.
დრო და დრო თვალებს ახელდა და იღიმებოდა.
ჰო, ვიეჭვიანე.
იმიტომ, რომ 6 წლის განმავლობაში ერთადერთი ბავშვი ვიყავი ოჯახში და შესაბამისად მქონდა მოთხოვნილება, რომ მუდამ ვყოფილიყავი პირველი (ეს ეგოიზმი დღემდე შემომრჩა), ეს პატარა,
მშვიდი და მოღუღუნე არსება კი თითქოს ამ სტატუსს მართმევდა.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ “პირველი” – ს სტატუსს არავინ წამართმევდა, უბრალოდ ეს პატარა გოგო ჩემი და იყო, რომელსაც მართლა უნდა გავფრთხილებოდი ყველა სიტუაციაში.

ესეც ჩემი მშვენიერი ლედი 😀 <3

მას მერე 15 წელი გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის სხვაობა 6 წელია, ჩემთვის პირველი მეგობარი და ყველაზე საყვარელი ადამიანია.
ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის იყოს კარგად.
ვზრდიდი, მზრდიდა.
მიჭმევია, მიბანავებია, მასთან ერთად ვსეირნობდი ყოველ საღამოს, როცა ჯერ ძალიან პატარა იყო და ჩემზე დამოკიდებული.
ახლა დიდი გოგოა, თავის სამეგობრო ყავს და თუ რამე, აქეთ მასეირნებს ალბათ 🙂
ჰო, მზრდიდა მეთქი – ვთქვი.
მართლაც ასეა, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
ძალიან ჭკვიანი და საინტერესო გოგოა.
დღეს ამ უამრავი კარგი თვისებით შემკული ლამაზი გოგოს დაბადების დღეა.
ახლა აღარც ვეჭვიანობ, აღარც პირველობაში ვეცილები.
რასაც ვაკვირდები, სხვა დებისგან განსხვავებით ძალიან იშვიათად ვკამათობთ.
იმედია ასე იქნება სულ.

ნი, მიყვარხარ და მინდა უზომოდ ბედნიერი გნახო.
მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან,
თუ საჭიროა სახესაც გავუხევ ნებისმიერს ;;> 😀
კიდევ ერთხელ გილოცავ და გისურვებ ყველაფერს მიაღწიო რაც ჩაფიქრებული გაქვს.
იყო ძალიან ბედნიერი და უამრავ დაბადების დღეს დაესწრო ჩვენთან ერთად, უფრო და უფრო ბედნიერად.
მიყვარხარ.

დები ლალიაშვილები
Exit mobile version