Site icon მოიისფრო

პასუხი თქვენ :)

“შეყვარებული თუ გყავს, რატომ დამამატე?”
“ამდენი მეგობარი რომ გყავს, თან ბიჭები, არ გიშლის შეყვარებული?”
“შეყვარებული არ გიშლის ბარში ჯდომას?”

და მსგავსი შეკითხვების მქონე გენიოსებს მინდა ვუპასუხო.
არა, არ მიშლის.

და ბოლოს, პასუხი ყველას ერთად.

გოგოებს, ბიჭებს, კატებს და ა.შ.

დიახ, არ გეჩვენებათ.
მე გვერდით მყავს ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც თქვენგან განსხვავებით კარგად აზროვნებს.

იცის ვის რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
არ მიზღუდავს პირად სივრცეს, არ ერევა ზედმეტად ჩემ ცხოვრებაში, არ მიბურღავს ტვინს ეჭვიანობით და ა.შ. 🙂
მე მყავს გვერდით ადამიანი, რომლის მოტყუებაც არ მჭირდება, რადგან არასოდეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მეგობართან ერთად ვარ კინოში/ბარში/კონცერტზე. (სქესის მიუხედავად).
არ მჭირდება მისი მოტყუება იმიტომ, რომ სულ არ ინტერესდება ვინ მწერს და რატომ, იმიტომ, რომ იცის, მარტო ის მიყვარს.
და ბოლოს, თუ თქვენ მეორე ნახევარს ეკითხებით ვის დაელაპარაკოთ, როგორ ისუნთქოთ და რამდენჯერ დაახამხამოთ თვალი დღეში, პრობლემა გქონიათ.
ჰოდა მიხედეთ თქვენ პრობლემებს და შეეშვით ჩემ ურთიერთობაში ქექვას, რომელიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია. 🙂 
სიყვარულით, მე.

Exit mobile version