Site icon მოიისფრო

რას იტყვის ხალხი? – ანუ ცვლილებების დროა.

რას იტყვის გოჩა?
რას იტყვის მზია?
რას იტყვის ნანული?

როგორ ჩანს ის?
როგორ ჩანს ეს?
რა მოსწონთ მათ?

და არა:

რას ვიტყვი / რა მინდა მე 🙂
რას იტყვი / რა გინდა შენ 🙂
რას ვიტყვით / რა გვინდა ჩვენ 🙂

კლიშეები, საზღვრები, ჩარჩოები.

ეს აღარაა კონფორმიზმი, ესაა შენი ცხოვრების სხვისი აზრების, სურვილების მიხედვით წარმართვა.

ვინაიდან მე არ ვარ კონფორმული, ვინაიდან არ მაინტერესებს რას იტყვიან გოჩა, ლია და ნანული, ვინაიდან არ მაინტერესებს როგორ ჩანს ის, ეს და რა მოსწონთ მათ,
ვინაიდან მინდა მქოდნეს ჩემი – მხოლოდ ჩემი ცხოვრება, სადაც მე გადავწყვეტ რა მინდა და რა არა, რა როგორ ჯობს, ავისრულებ ჩემ ოცნებებს, აუცილებლად, ყოველგვარი ნანულების და მზიების გარეშე,
რჩება ერთადერთი გამოსავალი – ვიყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი.

დამოუკიდებლობა მიიღწევა მაშინ, როცა გაქვს სამსახური, შემოსავალი – რადგან ყველანაირი დამოკიდებულება ჩნდება მაშინ, როცა ფინანსურად ხარ სხვაზე დამოკიდებული.

დღეიდან – იწყება ახალი, სულ სხვა ცხოვრება.
დღეიდან – ვიწყებ ჩემი დამოუკიდებლობის შენებას.
ცვლილებების დროა.

დაიწყე შენც 😉

Exit mobile version