Site icon მოიისფრო

როცა ზამთარია და არ თოვს.

“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”.
ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა.
თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის.
გრძელ თმას საკუთარი ხელით ვიჭრი მოკლედ, თითქოს ვცდილობ ეს სულის შემხუთველი სიბნელე, სიჩუმე და ყრუ ტკივილი მთლიანად მას გავატანო… თითქოს თმის ბრალი იყოს
ასე რომ ბნელა.
ასე რომ ცივა.
რომ არ თოვს.
ასე რომ მტკივა.
რატომ ალაგებ ტანსაცმელს, სადმე მიდიხარ?
– ჰო.
სად?
– არ ვიცი… ვიცი მარტო ის, რომ ჩემი თავი უნდა ვიპოვო.
რა გემართება?
– რა მემართება? ვეღარ ვუძლებ, გესმის? ასეთ ჩემს თავს ვეღარ ვუძლებ. ასეთ დაცლილს, ამდენ ნაწილად დაშლილს…
თმას რაღას ერჩოდი..
– შენ იცი რას გავს უთოვლო ზამთარი? “როცა ზამთარია და არ თოვს, ეს იგივეა – გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს, შემოდგომაზე არ იყო სევდიანი, არ წვიმდეს და არ იდგე ფანჯარასთან… ეს იმას გავს, რომ სარკეში თავი მოიკლა, ხოლო აქეთ ცოცხალი დარჩე!”
შენ ახლა სარკის წინ დგახარ.
– გარეთ კი არ თოვს.

Exit mobile version