Site icon მოიისფრო

სანამ ჩვენ თავებს შევიყვარებთ.

ყოველთვის ვტოვებთ სულის პატარა ნაწილს სხვა ადამიანებში. ადამიანებში, რომლებიც გვიყვარს. ადამიანებში, რომლებიც გვეიმედებიან. ადამიანებში, რომლებისაც ასე ძალიან გვჯერა. ადამიანებში, რომლებიც ნაკლებად გვაგრძნობინებენ ჩვენში არსებულ სიცივეს.

ყოველთვის ვტოვებთ სულის პატარა ნაწილს საყვარელ ადამიანებში. ვტოვებთ, რომ უფრო მეტად გვიყვარდეს. ვტოვებთ, რომ უფრო მეტად გვჯეროდეს. ვტოვებთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ჩვენი მარტოობა.

არავინ იკითხავს მიზეზს, შედეგი მხოლოდ ერთიაარარსებულ ტოტზე ჩამობმული, არარსებულ თოკზე მოქანავე შენი სულითვითმკვლელი, თბილ ქვეყნებში ვერგაფრენილი, ბუმბულგაცვენილი ჩიტების მსგავსად, რომელთა ფრთებზე აქერცლილი საღებავი მუდამ მოგვაგონებს იმ ყველაფერს, რაც უნდა ყოფილიყო და ვერ მოხდა, ან არ.

ხდება ხოლმე, ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ ყველაზე მხიარული, ყველაზე გულღია ადამიანები, მთელი სამყაროს სევდას იტევენ თავიანთი თავის ნამსხვრევებში

ყველაფერი უცნაურად ხდება. ძალიან სწრაფად, ან პირიქით, იმდენ ხანს ველით ჩვენი მოლურჯო ოცნებების ასრულებას, რომ სრულიად ვკარგავთ რეალობის შეგრძნებას და აღმოჩნდება, რომ მთელი ეს დრო ჩვენს მიერ გამოგონილ, ლამაზ სამყაროში ვცხოვრობდითდა ეს აღმოჩენა მოგვიღებს ბოლოს.

და მაინც, იქნებ არაფერი არსებობს ტრაგედიის გარეშე? არც სიყვარული, არც მეგობრობა, საერთოდ არაფერი. იქნებ, ჩვენ, ადამიანები თავად ვქმნით პატარპატარა ტრაგედიებს ჩვენთვის, რადგან მიუჩვეველნი ვართ დამსახურებულ, ან დაუმსახურებელ ბედნიერებას?

იქნებ, ერთ დღეს უბრალოდ გავიაზროთ, რომ არაფერი გვაქვს საბოდიშო, იქნებ შევიყვაროთ ჩვენი თავები ისეთები, როგორებიც ვართ და დასრულდეს ეს ქაოსი?

მანამდე კი

მანამდე, ალბათ კვლავ დავტოვებთ ჩვენი სულის პატარა ნაწილებს ჩვენს საყვარელ ადამიანებში. დავტოვებთრომ უფრო მეტად გვიყვადეს. დავტოვებთ, რომ უფრო მეტად გვჯეროდეს. დავტოვებთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ჩვენი მარტოობა.

 

 

Exit mobile version