Site icon მოიისფრო

საჩივრის წიგნი :D

გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი.. თავში სრული ქაოსი მქონდა..
ვიყურები გარშემო და ახალს ვერაფერს ვხედავ.. ვერავის და ვერაფერს.. ყველა ერთმანეთის ასლი რატომაა? არ გაგჩენიათ ეს კითხვა?
აი მიმოიხედეთ 😐 .. რას ხედავთ გარშემო? ერთნაირი ტანსაცმელი, ერთნაირი აქსესუარები, ერთნაირი “პახოდკა” , მანერები, მიმიკები, საუბარი, ყველაფერი ერთნაირი 😐
გულს მირევს ასეთი ერთფეროვნება.. დავიჯერო არავის არ უჩნდება პროტესტი ამ გადაქსეროქსებული ხალხის გამო?
აი ჩვეულებრივი მაგალითი ავიღოთ. დღეს მოდაშია ბლოგერობა. მეც მაქვს ე.წ. WordPress-ს ბლოგი.
რატომ? იმიტომ, რომ მე ვწერ. ვწერ ჩანახატებს, ლექსებს, ნოველებს და ა.შ.
მათ ნაწილს კი ვაქვეყნებ. მინდა სხვებმაც წაიკითხონ, არა იმიტომ, რომ მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ ეს მართლა მსურს.
ცოტა ხნის წინ მოდაში იყო ე.წ. გალიფე შარვლები. უხდებოდათ თუ არ უხდებოდათ, მაინც ეცვათ..
აზრს ვერ ვხვდები უბრალოდ..
ოდნავ განსხვავებული თუ ხარ მორჩა ;დ
უკეთეს შემთხვევაში გოიმი ხარ და უარესში…

კიდევ ერთი რამ, რაც მაცოფებს.
საკუთარ შეცდომებს არავინ აღიარებს. ყველა მართალია, ყველა წმინდანია, ყველა კარგია…
ჰო, კიდევ მოდაში შემოვიდა ერთი უცნაური რამ ;დ თუ “ცუდი გოგო/ბიჭი” ხარ, ე.ი. “კაი ტიპი” გამოდიხარ.
რატომ? :დ
ამით ცდილობთ განსხვავებულობას?
თუ ხარ სწერვა, ცინიკოსი, თუ დასცინი სხვას, ზნაჩიტ ამით შენ უფრო მაღლა დგახარ?
კარგია, კარგი… My Respect : )
კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი. ჩემ გარშემო ყველა ნამდვილია.
ოღონდ მართლა.
გარს მახვევია ადამიანები, რომლებიც არ თამაშობენ. უფრო სწორად აღიარებენ ამ თამაშს, ისევე როგორც მე.
ვიღაც მაგარ ტიპთან ერთად ბარში ჯდომას და ძვირფასი სასმლის წრუპვას მე მათთან ერთად მზიურში ბოდიალი, საქანელაზე ჯდომა და ლუდის სმა მირჩევნია.
ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გავამწაროთ, დავცინოთ, მტკივნეულ თემებზე ვეღადაოთ.
ჩვენ გვიტაცებს შავი იუმორი, ცინიზმი და ა.შ.
ზუსტად ისე, როგორც ამ “კაი ტიპებს” , მხოლოდ ერთი განსხვავებით. ჩვენ ეს ყველაფერი მაშინაც გვიტაცებდა, სანამ მოდაში შემოვიდოდა და “კაი ტიპობის” აღმნიშვნელი გახდებოდა.
კიდევ ერთი შესწორება, ამ “უარყოფითი” თვისებების გარდა, ჩვენ უამრავი დადებითიც გაგვაჩნია და მხოლოდ ცუდით არ შემოვიფარგლებით.
ჩემ მეგობრებს დიდი და თბილი გულები აქვთ, ისინი სუფთები და კეთილები არიან. მათ ერთმანეთი მართლა უყვართ, ყოველგვარი ანგარების გარეშე.
მე მიხარია, რომ მათთან ვარ.
მე მიყვარს ისინი.
ჩვენ არ ვთამაშობთ, თუ ვთამაშობთ ამას ვაღიარებთ კიდეც.
ჩვენ ვიცით, რომ არ ვართ ანგელოზები.
ჩვენ არ ვცდილობთ ვიყოთ ის, რაც არ ვართ.
ჩვენ ნამდვილები ვართ.
ჩვენ არ ვიჟანგებით.
ისინი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე უბრალოდ “მეგობარი” შეიძლება იყოს.
ისინი ისე გახდნენ ჩემი ცხოვრების, ჩემი სულის ნაწილები, ამას ვერც მივხვდი…
მოკლედ, ეს პოსტი ცხოვრებაზე გამწარებული ადამიანის საჩივრის წიგნს უფრო გავს და ამიტომ სათაურსაც ასეთს დავწერ,
მაგრამ მაინც პოზიტიურ ნოტაზე დავასრულებ.
მე მიხარიხართ ბავშვებო, მიხარია, რომ ამ ქაოსში, ამ სიბინძურეში მაინც არსებობენ ნამდვილი ადამიანები, თავიანთი კარგით და ცუდით…
ყველაფერი კარგად იქნება…
თუ არ იქნება და..
ერთი მაგის დედაც… (ც)

ჩემი საყვარელი სიმღერით მინდა დავასრულო, მართლა საჩივრის წიგნს რომ არ დაემსგავსოს 😀 😀

Exit mobile version