Site icon მოიისფრო

სინათლე გვირაბის ბოლოს…

სისხლი მეყინება, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. უნდა დავწერო… სულმოუთქმელად გავრბივარ.. ცივი ქარი სახეში წვიმის წვეთებს მაყრის.. თვალები მებინდება.. ცივ წვეთებს ცხელი ცრემლი უერთდება.. ისევ გავრბივარ.. უმისამართოდ.. უკანასკნელი ღონის გამოლევამდე.. მტკიცე გადაწყვეტილებით.. წარსული თითქოს ერთ დიდ ბუნდოვან მასად ქცეულა, თითქოს ყველაფერ კარგს ხაზი გადავუსვი და მხოლოდ ცუდი დავტოვე რამაც ის გადამაწყვეტინა რასაც ახლა ვაკეთებ.. დავიღალე.. გული ამოვარდნას მაქვს.. მძიმედ ვსუნთქავ.. მაინც გავრბივარ..

სულის სიღრმეში კვლავ მონატრების გლოვა ისმის..

ჰეი!!! ჰეეეეეეეიიი!!!
გეძახი..
თითქოსდა ხმამაღლა..
მტკიცედ..
მაგრამ მომაკვდავის უკანასკნელ ამოძახილს უფრო ჰგავს..
გეძახი!! მოდი სანამ გვიანი არაა.. მჭირდები..
მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა ხარ იქ სადაც უნდა იყო..
არც ახლა ხარ ჩემთან..
მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდები..
მჭირდები ისე, როგორც არასდროს..
ნელ-ნელა ძალა მეცლება..
ვეცემი..
ცოტა ხანს გაუნძრევლად ვწევარ მიწაზე..
ვაყურადებ..
რაღაც მესმის.. რაღაც მახსენდება..
შევყურებ ზეცას..
ვხედავ როგორ მეცემა წვიმის წვეთები..
თვალებში ჩამდის..
მტკივა, მაგრამ არ ვხუჭავ..
დრო გადის..
ტკივილი არ მიგრძვნია..
მხოლოდ იმას ვგრძნობ როგორ გადის სიცოცხლე ჩემი სხეულიდან..
როგორ ვეხვევი რაღაც თბილ საბურველში..
გარშემო ყველაფერი ნისლისფერია..
თითქოს ვნანობ ჩადენილს, მაგრამ ვეღარ ვინძრევი, ვეღარც ვყვირი.. ვერაფერს ვცვლი.. ველი აღსასრულს..
თითქოს ვნანობ, მაგრამ როცა გახსენდება როგორ კვდებოდა სული, ყოველ დილას ყველა ტკივილი ახლიდან, უფრო დიდი სიმწვავით როგორ გტკიოდა, როგორ იბრძოდი, როგორ გატყუებდა ცხოვრება, როგორ გინერგავდა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ცხოვრება წაიღებდა ტკივილს, სევდას, ნაღველს, რომ აღარასდროს გათენდებოდა ტკივილით გაჟღენთილი დილა… რომ ბედნიერი იქნებოდი… როცა გახსენდება, როგორ იშლებოდი ნელნელა, როგორ ფერმკრთალდებოდი და როგორ გახდი გამჭვირვალე.. როგორ დაიკარგე ამ ცხოვრებაში, როგორ შეწყვიტა შენი შემჩნევა ყველამ…
სინანულიც ქრება…
ოდნავღა ვფეთქავდი..
ვეღარაფერს ვგრძნობდი..
ფიქრიც შევწყვიტე..
დავინახე ღრუბლებს შორის როგორ გამოანათა მთვარემ..
ვიწექი ტყის შუაგულში..
მაწვიმდა და მთვარე დამყურებდა..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
ვიცი, რომ ჩემს სიკვდილში დამნაშე ყველა და ამავდროულად არავინაა..

თვალების ვხუჭავ..
დრო გადის..
სიბნელეში ნათელი წერტილი მოჩანს..

სინათლე გვირაბის ბოლოს…

Exit mobile version