Site icon მოიისფრო

სხვენში.

მოგონებების სასაფლაო- დამტვერილ სხვენში.
წიგნები ბევრი.
ვზივარ და ვეძებ, რას – ჯერ არ ვიცი.

ყდაშემოგლეჯილი ულისე.
ყველაფერი მახსენებს რაღაცას.
აი, ზღაპრებიც. ეს იმ დროის, თავადაც რომ ზღაპარი მეგონა ცხოვრება.

იყო და არა იყო რა.
ყოფნით კი ბევრი რამ იყო.

აი, ქენძაბურო ოე – ც აქ ყოფილა.
და კიდევ მრავალი.

ვზივარ ფეხმორთხმით.
ვზივარ და ვფიქრობ..
იქნებ…
ასე რომ მოვქცეულიყავი..
ის რომ ასე მოქცეულიყო..
ისინი რომ არ მომქცეოდნენ ასე..
მე რომ არ მოვქცეოდი ასე..
იქნებ..

დავდივარ. ყოველი კუთხე, კარადის ყველა უჯრა,
მტვრის ყოველი ნაწილაკი – ასეთი ნაცნობი, საყვარელი, მშობლიური..
ამავე დროს ასეთი შორეული, უცხო, მტკივნეული..

კარადის ეს განყოფილება მთელ ჩემს ბავშობას ინახავს, იცით?
აქაა ქეთის საჩუქრებიც..
აი, ეს ბაჭია – ჩვენი მეგობრობის 1 წლის თავის აღსანიშნავად.
ეს გოჭი მგონი ახალ წელს მაჩუქა.
ეს პატარა, დეკორატიული ნაძვის ხეც.
ღმერთო, როგორ მოხდა… როდის… როდის…

ეს ლურჯი ჯამი <3
პატარა, სულ ერთი ციცქნა.
ამ ჯამში მისხამდნენ წვნიანებს, ჩემსავით პატარა იყო ჯამიც.
მხოლოდ ამ ჯამიდან მიყვარდა ჭამა.

ეს ნარინჯისფერი ჭიქა თეთრი კოპლებით – ბუნდოვანი მოგონებაა.
ალბათ ძალიან პატარა ვიყავი…

ღმერთო, რატომ მტკივა.
ნუთუ…

ოდესმე… იქნებ.

ახლა, ამდენი წლის მერე რა მნიშვნელობა აქვს ვინ როდის, როგორ, რატომ…
მიზეზი ბევრია, შედეგი – ერთი.
და ეს შედეგი ახლა დამტვერილ იატაკზე ზის და უყურებს წარსულის სევდით სავსე ნივთებს.

ოდესმე… იქნებ ვიპოვო პასუხი კითხვებზე.
იქნებ შევძლო და ყველას ვაპატიო ყველაფერი, ან მინიმუმ წარსულთან შეჯახებამ ასე აღარ მატკინოს.
ოდესმე, იქნებ…

Exit mobile version