Site icon მოიისფრო

უსამსახუროს დღიურებიდან.

დღეს სამსახურიდან ადრე წამოვედი..
გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო აღმაშენებელზე..
უამრავი ხალხი ირეოდა.
უამრავი კაფე, მაღაზია, გიოს ჯერ არ ეცალა.. 1 საათი მქონდა დრო.
გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამესეირნა. ვერ ვიტყვი, რომ სასეირნო ამინდი იყო.. ძალიან ციოდა.
მაგრამ მაინც.. მაინც მექაჩებოდა რაღაც სასეირნოდ.. თან ადამიანებზე დაკვირვება <3 ჩემი ორივე პროფესიისთვის იდეალური იქნებოდა, ამიტომ გავუყევი გალამაზებულ აღმაშენებელს და ჭრელ ხალხს შევერიე..
ჯერ ერთი მაღაზია.. მეორე.. მესამე..
ყველგან საახალწლო ფასდაკლებები, ნაძვის ხეები, სათამაშოები..
თავი ბედნიერად ვიგრძენი.
ახალი, ახალი წლის სუნი ტრიალებს ჰაერში! აჰ <3
ერთ კუთხეში პატარა ფარდულია. ცხელი სასმელების. გემრიელი ცხელი შოკოლადი იყიდება იქ.. ჰოდა, შანსს როგორ გავუშვებდი, რიგში ჩავდექი..
დავიწყე გარშემომყოფებზე დაკვირვება.
3 გოგო იდგა იქვე..
ჭორაობდნენ ვიღაც ბიჭზე..
გამოლანძღეს ყველა გოგო, რომელიც შეიძლებოდა მასთან ყოფილიყო..
და ბოლოს ერთ-ერთი ამბობს, მხოლოდ მე ვუყვარდი მაგას ნამდვილადო..
ნუ, ყველაფერი ნათელი გახდა.
ძალიან საინტერესო ტიპი მედგა გვერდით..
დიიდი დიდი გაბურძგნული, თითქოს ძალიან უხეში, მაგრამ რომ შემომხედა ისეთი თბილი, მუქი ლურჯი, კეთილი და მხიარული თვალები ჰქონდა, გეფიცებით, გავთბი.
პირველი მიდი, ცხვირი გაქვს გაყინულიო, თვალებით შემომცინა :დ
მეც გამეცინა და შეკვეთა მივეცი.
თბილად დავემშვიდობე და ისედაც ბედნიერი, უფრო გავბედნიერდი და გავთბი ლურჯი თბილი თვალებით და ცხელი შოკოლადით სავსე ქაღალდის ჭიქით, ხელში რომ მეჭირა..
თითები გამითბა, გამილღვა..
პაწია ხვრელიდან ამოსულ ორთქლს ცხვირ-პირს ვუშვერდი.. მალე ცხვირი დამეორთქლა :დ მეცინებოდა.
ისე მეჩქარებოდა იმ ჩემი შოკოლადის დალევა, რომ ენა დავიწვი.
გამეცინა :დ
ისე ნელა მივდიოდი იმ სიცივეში და ისე ბედნიერი, აი გაზაფხულის პირველ სხივებს რომ შეჰხარიან-ხოლმე.
ჯერ კიდევ ზარივით რეკდა თავში ჩემი ნამღერი ალილუია..
ასე კარგად არ მიმღერია.. მე თვითონ გამიკვირდა, გამიხარდა..
სულ მეშინოდა მაღალი ტონების.
მართლა მეშინოდა :დდ
ვერც პედაგოგმა დამაჯერა რომ ვიმღერებდი და ვერც ვერავინ..
მაგრამ ვიმღერე <3
ავვვვ რა ზე მომენტი იყო!!!
ჰოდა, ახლა ამ ზღაპრული ალილუიათი ცალკე გაბედნიერებული, მივდიოდი ცხელი შოკოლადით ხელში, გამთბარი..
რაღაც მაკლდა..
არ ვიცი, რაიმე უცნაური გადაწყვეტილება..
თუნდაც დიდი სისულელე..
ვფიქრობდი რას მაძლევდა ეს სამსახური.. ისეთს – არაფერს..
ვფიქრობდი რა შეიძლება მომეძებნა.. ბევრი რამ აღმოჩნდა, უფრო მისაღები.. უფრო ჩემი..
ჰოდა უცებ მოვიდა გადაწყვეტილებაც.
სამსახურიდან წასვლის შესახებ..
და ახლა უკვე, მივაბიჯებდი აღმაშენებელზე ალილუიათი, ლურჯი თვალებით და შოკოლადით ბედნიერ-გამთბარი და ახლა უკვე უმუშევარიც.
მარჯანიშვილის მეტროსთან როდის მივედი არ ვიცი..
უცებ ვიღაც ჩამეხუტა და პირზე ამაფარა ხელი რომ არაფერი მეთქვა :დ
ავხედე, გიო იყო <3
– სად ხარ აქამდე <3
– მორჩი მუშაობას?
– კი.. სულ მოვრჩი.
მოგვიანებით, მაკდონალდსში ვუთხარი რაც გავაკეთე.. არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაეცინა..
კარგად მიცნობს ძალიან.

Exit mobile version