Site icon მოიისფრო

ჩემი ბავშობის ყველაზე ფერადი, საახალწლო და კეთილი მოგონება <3


დღეს ვლაპარაკობდით მე და ირი.. ერთმანეთს ვეწუწუნებოდით იმაზე, რომ საახალწლო განწყობა აღარ გვქონდა.
დავფიქრდი, ვცადე გამეხსენებინა რას ვგრძნობდი ბავშობაში ახალი წლის მოახლოებისას..
აღმოვაჩინე, რომ თურმე ერთი თვით ადრე უკვე სიხარულით ველოდი ახალი წლის დადგომას.
რატომ?
გაგეცინებათ და იმ ჯადოსნური ზღაპრის მჯეროდა, რომელსაც სანტა კლაუსი ერქვა..
ყოველ წელს სანტას წერილს ვწერდი :დ

ყველაზე ამაღლებული მომენტი 1 იანვრის დილა იყო, როცა ნაძვის ხესთან ზუსტად ის საჩუქრები
მხვდებოდა რაც სანტას დავაბარე..
მენატრება ბავშობა..
მენატრება ის დრო, როცა ყველაფრის მჯეროდა..
მჯეროდა ჯადოსნური ზღაპრების..

ლაპლანდიელი კეთილი ბაბუის, ბავშვებს საჩუქრებს რომ ურიგებს და
მისი ხათრით ვცდილობდი მთელი წელი კარგად მოვქცეულიყავი..
მიყვარს სანტა..
ჩემი ბავშობის ყველაზე ფერადი, საახალწლო და კეთილი მოგონება <3

Exit mobile version