Site icon მოიისფრო

ჩვენი ტბა.. <3

1376585502_lifes_magical_moments_captured_in_cartoon_art_03078_042
ჰე, იცი, გუშინ ჩვენი ტბა მესიზმრა..
ძილის წინ კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩვენი მიმოწერა.. აშკარად გულში ჩამრჩა ზღაპარი ჩვენ ტბაზე..
ხომ ვთქვი დამესიზმრება-მეთქი..
ჰოდა მართლა დამესიზმრა..
დამავიწყდა დღეს შენთვის მეთქვა.. რა ბედნიერმა გავიღვიძე დილას იცი? ^.^
… ველოსიპედი პატარა ბილიკზე მიდიოდა.. გარშემო სულ ტყე იყო..
მაისის დასაწყისი.. ახლად ამოსული ბალახის და მიწის სუნი.. ყვავილების სურნელში შერეული..
 როგორც ჩანს იწვიმა..
შენ მიგყავდა ველოსიპედი.. მე უკან ვიჯექი..
თეთრი სარაფნით და თმაში ჩაწნული ყვავილებით..
თითქმის არ ვლაპარაკობდით.. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია..
საღამოვდებოდა.. აგრილდა.. გრილი ნიავი სასიამოვნოდ წიწკნიდა სხეულს..
ნელ-ნელა მივუახლოვდით ტბას..
ჯერ მე ჩამოვხტი ველოსიპედიდან, მერე – შენ.

დავსხედით..
როგორ ჩადიოდა მზე..
ტბას სულ სხვადასხვა ფრად ღებავდა..
და ღრუბლებს?
რა ლამაზი იყო <3
ვიწექით ბალახზე და ფერადი ღრუბლებისგან სხვადასხვა ფიგურებს ვაწყობდით..
წამოჯექი.. მეც წამოვჯექი..
მზის ჩასვლას მივაჩერდით.
მზეს თვალი გავუშტერე.. გრილი ნიავი უბერავდა ტბიდან და თან სირინოზების სიმღერა მოჰქონდა თითქოს..
Ah, because the world is round, it turns me on
Because the world is round…
Because the wind is high, it blows my mind
Because the wind is high..
როგორ მიყვარდი იმ წამს.. უფრო, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე..
მოხუცი მეთევზეები..
ამ ტბასთან დაბადებულები.. გაზრდილები.. 
მთელი ცხოვრება აქ რომ გაატარეს..
ალბათ იმდენად იქცნენ ამ ტბის ნაწილად, რომ ვეღარც აღიქვამდნენ სად ცხოვრობდნენ..
რა ლამაზი იყო გარემო..
რა ჯადოსნური იყო ტბა..
მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ ალბათ, რომ რაც შეიძლება ბევრი თევზი დაეჭირათ..
ნაწილს ოჯახში დატოვებდნენ.. ნაწილს გაყიდდნენ და სხვა საჭირო ნივთებს შეიძენდნენ..
თავი დაგადე მხარზე..
ნელ-ნელა ვარსკვლავებით მოიჭედა ცა..
ჭრიჭინები ახმაურდნენ..
მეღიმებოდა..
ეს უსიტყვო საუბარი.. ტბის პირას..
საუბარი მაშინ – როცა აზრიც კი არ კრთებოდა თავში..
მხოლოდ ერთმანეთით სავსე სიჩუმე – რომელიც ჩვენც გვავსებდა.. ერთმანეთით..

Because the sky is blue, it makes me cry
Because the sky is blue…
მიყვარდი..
ყველაფრის გამო.. შენი არსებობის გამო.. ამ ტბის გამო.. სირინოზების სიმღერის გამო.. მოხუცი მეთევზეების გამო.. ჭრიჭინების გამო.. ლურჯი ცის გამო.. ჩვენ გამო!!!
ტირილი მომინდა… განა იმიტომ, რომ ცუდად ვგრძნობდი თავს.. არა.. პირიქით.. ზედმეტი სიხარულისგან მომერია ცრემლი..
Love is old, love is new
Love is all, love is you…
Love is you!!!
ისევ გაწვიმდა.. ჯერ ერთი წვეთი დამეცა.. მერე ორი.. სამი..
გვაწვიმდა სიყვარული.. სურვილივით სველი.. ნოტიო..
თავბრუდამხვევი სურნელი იდგა ირგვლივ..
სველი ბალახის.. მიწისა და ყვავილების..
დილას საოცარი შეგრძნებით გავიღვიძე.. 
ვგრძნობდი, რომ მიყვარდი.. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე…
ამ წამამდე მომყვება ეს შეგრძნება..
<3

Exit mobile version