Site icon მოიისფრო

ჩვენ გვტკივა ძველი ტკივილები…

გუშინაც მთელი ღამე წვიმდა… იჯდა და უყურებდა ბუნების გლოვას… უსმენდა წვიმის ხმას… თითქოს ცა თავზე ჩამოექცაო.. ისეთი გრძნობა ჰქონდა… ნელ-ნელა ახსენდებოდა წარსული… იღვიძებდნენ  მიძინებული მოგონებები და თითქოს უფრო და უფრო ებზარებოდა ისედაც მსხვრევამდე მისული სული… ორად-ორი წვეთი ცრემლი ჩამოუგორდა გაფითრებულ სახეზე… მზერა გაყინვოდა… თითქოს ბუნების მიღმა იყურებოდა… როგორ ნანობდა თავის სულში მომხდარ ცვლილებებს… როგორ ნანობდა ყველა ტკივილს რასაც სხვებს აყენებდა.. მისჯილი სიცოცხლე თითქოს გასასვლელს ეძებდა, ყვიროდა მთელი მისი არსება…  როდემდე… როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე…
ცრემლები შეიმშრალა… მიხვდა, რომ ყველაფერს კარგავდა… კარგავდა მათ, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის.. ხედავდა, როგორ ქრებოდა მისი სიყვარული, მაგრამ გადასარჩენად ხელი არ გაუწვდია…
გაუღიმა ნახევრად დავიწყებულ წარსულს…
განაგრძო ცხოვრება გაძლებაზე…
თავის სამყაროში გაქცევაზე დაუსრულებელი ოცნებით…
ჩვენ გვტკივა ძველი ტკივილები…

 

Exit mobile version