Site icon მოიისფრო

წავიდეთ…

მიმოიხედე ირგვლივ… რას ხედავ?

არ მოგბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე? ეს ერთფეროვნება სულს არ გიხუთავს?

როგორ მომბეზრდა… როგორ მინდა წავიდე… გავიქცე… გავექცე ამ ყველაფერს…

წავიდე შორს… გავქრე…

წავიდე იქ, სადაც ვიქნებით მხოლოდ მე და ბუნება… სადაც სიჩუმე იქნება, სიწყნარე, სილამაზე… სადაც სიჩუმე თავის მელოდიას უკრავს და შენ ეს გესმის…

ბევს არაფერს ვითხოვ, გეფიცები… მხოლოდ სიმშვიდე მინდა… ოცნება მინდა… სილამაზე მინდა.. ჩემი სამყარო მინდა… თავისუფლება მინდა….

სხვა არაფერი…

ზედმეტი ტანსაცმლის გარეშე ცხოვრება მინდა…

ერთი სადა, თეთრი კაბა და თეთრი ყვავილების გვირგვინი თავზე…

თბილი, გაზაფხულის მზე მინდა, ნელი სიო, თითქოს სახეზე რომ გეფერება…

გვირილებით მოჩითული ველი მინდა…

სილამაზე მინდა… სიცოცხლე მინდა….

წამოდი რა, წამოდი წავიდეთ!!! აქ რა გაკავებს? არ მოგბეზრდა ამათი უსიცოცხლო სახეები? შუშის თვალები?

არ მოგბეზრდა?

ნუ გენანება აქაურობა!

წამოდი, წავიდეთ იქ, სადაც არავინ გვიცნობს!!! სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით!!!

სადაც ვერავინ გვავნებს!

წამოდი რა, გთხოვ!!! წავიდეთ!!! იქ სადაც სიყვარულია! თავისუფლებაა…

იქ არ შემეშინდება იმის, რომ სულს მომიკლავენ, სიყვარულს მომპარავენ, სიტყვებს თქმამდე გამიქრობენ ბაგეებიდან…

წამოდი… წავიდეთ…

ჩვენ სამყაროში…

თეთრში…

ლამაზში…

წამოდი…

 

Exit mobile version