მე შენს წინ ვდგავარ.
ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.
მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება..
დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული ბალახის სუნზე, ასე რომ მენატრება, მზით გამთბარ თმაზე, თვალებზე.. ხელისგულებში შეგროვილ წვიმის წვეთებზე, ტუჩებზე დაღვრილ სურვილებზე..
მინდა გითხრა, რა სიამოვნებით მოგიყვებოდი, ჭიქა ჩაის და ჩემი გამომცხვარი კექსის თანხლებით, რა ვიგრძენი როცა პირველად მივხვდი, რომ აღარაფერი იქნება ისე..
მინდა გიამბო, როგორ მტკიოდა და მტკივა, როგორ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვები ისეთებად მიიღონ, როგორებიც არიან.. არც მე შემიძლია ეს, არც მას, არც არავის… უბრალოდ შეუძლებელია და მორჩა.
მინდა გიამბო როგორ ვიარე იმ დღეს წვიმაში მანამ, სანამ სიცივისგან ძვლებიც არ გამეყინა, როგორ ვითბობდი მერე გაყინულ თითებს და ცხვირს ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე.
მინდა მოგიყვე, რა ცოტა მყოფნის ხოლმე ბედნიერებისთვის, ათასჯერ ჩაკლულ სულზე, თვითმკვლელ თევზებზე მინდა მოგიყვე.
მინდა გიამბო ოცნების ჰორიზონტებზე, ვერაფრით რომ ვერ დავეწიე..
მინდა, მაგრამ არაფერს ვამბობ..
მხოლოდ ვდგავარ შენს წინ, თითებს ვისრეს და გიყურებ..
წამით კარგად დავიწყებული წარსული შემომცინებს..
ყვავილებს ვაწყობ შენს საფლავზე და სიმწრით მეღიმება..
ყველაზე მეტად ის გვანადგურებს, როცა წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი და…
მივდივარ.
Read Next
ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი… გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება. ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება. გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება. მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება. მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ. გვიმრის გასრესილი …
ოქტომბრის დასაწყისი იყო… ისეთი თბილი და ლამაზი, როგორც არასდროს. მზე თითქოს უკანასკნელად იკრებდა ძალას და ცდილობდა რაც შეიძლება მეტად გაეთბო სიცივისთვის გამზადებული დედამიწა… შემოდგომა იყო ულამაზესი, ოქროსფერი… ჩამოცვენილი ფოთლები საოცარ ელფერს აძლევდნენ გარემოს… ადამიანები მიმოდიოდნენ ქუჩაში. ფეხს ადგამდნენ ჩამოცვენილ ფოთლებს …
დღეს შევედი Facebook-ზე და ჩემი ძმაკაცის Wall სავსე დამხვდა სხვადასხვა ლინკებით, სათაურით: „მოგონებები 105-დან“. ნოსტალგია შემომაწვა და ახლა ამ პოსტს ვწერ :დ გამახსენდა, ყოველ დღე დილიდან დაღამებამდე როგორ ვუსმენდი რადიო 105-ს, ვრეკავდი პირდაპირ ეთერში, ვამესიჯებდი, მონაწილეობას ვიღებდი გათამაშებებში და ა.შ. …
ხედავ? შავ-თეთრ ცისარტყელას ვხატავ. ფრთებსაც სულ აექერცლა საღებავი, ისევ წასრულის ტკივილს გვაგონებს. შენ არ იცი, რომ მე ფერები დავკარგე. ამიტომ ვერ მაფერადებ. შენ არ იცი, რომ ცისარტყელას შავ-თეთრში ვხედავ. შენ არ იცი, რომ მე აქ აღარ ვარ. შენ არ იცი როგორ უნდა …