Site icon მოიისფრო

წერილი მეგობრებს ^^

ამ წერილს თქვენ გწერთ.. შენ, შენ და შენ… შენც… მოკლედ ყველას, ვინც თავის თავზე მიიღებს… განსაკუთრებით კი რამდენიმე ადამიანს…

N1 შენ:
შენ ჩემი პატარა მეგობარი ხარ, რომლის მიმართაც იშვიათად გამოვხატავ სითბოს, მაგრამ თუ გამოვხატავ, ჩემ ყველა ნაბიჯში იგრძნობა ის, რომ ძალიან მიყვარხარ… გინდა გითხრა შენ რას ფიქრობ? გეტყვი, ოღონდ მას შემდეგ რაც ყველაფერს დალაგებულად დაგიწერ.
რამდენჯერაც Facebook-ზე შემოვდივარ, ვხედავ რომ ონლაინში ხარ… ასევე, რამდენჯერაც შემოდიხარ შენ, იმდენი ხედავ რომ მე ვარ ონლაინში…
რა ხდება ამ დროს???
მე არ გწერ…
შენ ალბათ ფიქრობ, რომ ყველას ვწერ შენ გარდა…
მოდი მე გეტყვი რა ხდება სინამდვილეში..
მე  Facebook-ზე მიჯაჭვული მანიაკი ვარ, რომელიც სახლში მოსვლისთანავე რთავს Facebook-ს…
მხოლოდ რთავს, არც ამოწმებს ონლაინ სიას.. შესაბამისად არ/ვერ გხედავს და ვერ გწერს…
შენ რამდენჯერაც შეხვედრა მთხოვე, იმდენჯერ უარი გითხარი.
შენ ალბათ ფიქრობ, რომ ყველას ვხვდები შენ გარდა…
შენ ალბათ ფიქრობ, რომ მკიდიხარ…
იცი მე დღეს 7 საათზე მოვედი სახლში.. ისეთი დაღლილი, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი…
იცი, ხვალ დილის 11-დან 6 საათამდე ლექციები მაქვს…
ისევ 7 ზე მოვალ სახლში და საუკეთესო შემთხვევაში ფეხზე დგომას შევძლებ ))
იცი, მე ოთხშაბათისთვის გამოცდა მაქვს… შენხელა რეფერატი მაქვს დასაწერი და არ ვიცი რა გავაკეთო…
იცი, უამრავი პრობლემა მაქვს, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო..
იცი….
რამე იცი ჩემზე???
შენ მსაყვედურობ, რომ გიკიდებ… შენ?? შენ ფიქრობ იმას, რომ მართლა არ მაქვს იმის დრო, რომ სხვაზე კი არა საკუთარ თავზე მაინც ვიფიქრო???
არა… არ ფიქრობ…
იცი, შენ რომ იცოდე, რომ შენს სურათს ჯიბით დავატარებ, ალბათ არ იფიქრებდი, რომ მკიდიხარ… თუმცა რა საჭიროა რომ იცოდე…
მე ხომ ვიცი, რომ მიყვარხარ…

N2 შენ: შენ 100%-თ მართალი ხარ..
მე შევიცვალე.. ამას მეც ვხედავ… მეც მესმის…
იცი, მე გავცივდი… იცი, მე ისეთ აღარ ვარ როგორც ადრე…
ვიცი, რომ იცი… ვიცი, რომ ხედავ…
მაგრამ ისიც მინდა იცოდე, რომ ვეცდები ის დრო აღვადგინო რაც იყო…
ნუ სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში ))
ისიც იცოდე, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, მე მაინც ვგრძნობ შენს არსებობას…
შენ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემთან ასეა…

N …. შევეშვათ ნომრებს… მოდი, უბრალოდ მოგწერთ თქვენ…
თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილები ხართ.. მართლა მიყვარხართ და მოდით ნუ ახურებთ რა :X

Exit mobile version