Site icon მოიისფრო

წეროები.

– მომენატრება შენით სავსე დღეები.
წეროები.
– ასეთი დამიმახსოვრე, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თმით.
მიფრინავენ.
– იქნებ არ გვინდა?
ჩვენ ხომ პირობა დავდეთ, რომ ვისწავლიდით კარგად ყოფნას.
სად?
“რა დაგემართა?”
მანჯღრევ და მაღვიძებ. წეროები კი მაინც გაფრინდებიან.
შორს.
იქნებ გავუძლო შენი თვალების სიღრმეს, იქნებ არ გაცივდე.. არ გა-მი-ცივდე.
რამდენი?
სხვაგან ვერსად ვიპოვი იმ თავშესაფარს, რასაც შენი არსებობა ერქვა, მაგრამ…
ათი.
მე ვიქნები სახლი შენთვის.
ერთი.
თვითმკვლელი თევზებისგანაც დამიცავ?
ორი.
თმის შეჭრასაც გაპატიებ.
სამი.
ასე რომ გიყვარდა, მაინც?
ოთხი.
მაკოცე.
ხუთი.
არ შემიძლია, რომ გაკოცო ვეღარსად წავალ, მე კი ჩემი თავი უნდა ვიპოვო.
ექვსი.
ფილტვებიც კი შენით სუნთქავს ჰაერის ნაცვლად.
შვიდი.
შენ ჩემი ყველაზე ლამაზი ოცნება იყავი.
რვა.
და მაინც გაფრინდებიან წეროები? მაინც წახვალ?
ცხრა.
ალბათ, ოდესმე, როცა შემოდგომა თავის პირველ აკორდს აიღებს,
როცა ფოთლები მთლიანად გაყვითლდება და ჩამოცვივდება,
დავბრუნდები და ძველებურად გაკოცებ მძინარეს შუბლზე.
ათი.

წეროები მაინც გაფრინდებიან.

 

Exit mobile version