Site icon მოიისფრო

წი.


“- ეგ წიწილა მკვდარია? თუ სძინავს?
– სძინავს დებილო xD მკვდარ წიწილაზე რატომ დაგთაგავდი?
წიწი… <3”

“- კიიიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? ;ს დავიღალე
– მოითმინე, მალე ავალთ…
…………………………………………………………….
– ე, ზღვა.. რა ლამაზად ჩანს…
– შენ მაშინ უნდა ნახო, როცა ნისლი არ ფარავს… სულ აქ ვარ, მიყვარს აქ ყოფნა..
– ჰო, კარგია.. მოწყვეტილია ყველაფერს.. და შენ თავთან მარტო დარჩენის საშუალება გაქვს…
– ვიგუნდაოთ?
– არგაბედო, არმომარტყა გუნდა!!!”
მაინც მომარტყა.. მე რამდენი გუნდაც ვესროლე, ყველა ავაცილე..
“-თვალის ექიმი გჭირდება” ..
ჰჰ.. როგორ დამცინა..

“- დაიცა! ძალიან ცურავს ფეხი.. ვერ ჩამოვალ! 🙁
– ხელი მომკიდე… აუ რა დებილი ვარ, ამ გზით რატომ წამოგიყვანე…
– ხელები გამეყინა ;(
– დაიცა, მუცელზე დამადე ხელები, გაგითბობ..
– შენ რომ შეგცივდება?
– დამადე რომ გეუბნები, არ შემცივდება, ზედა ხომ მაცვია
– მაინც შეგცივდება!
– დამადე.”
ხელები გამითბა.. ხელში ამიყვანა და ისე ჩამომათრია იქიდან :დ

“- იყო და არა იყო რა… იყო ერთი…..”
ჩაეძინა, ტელეფონში თანაბარი სუნთქვა ისმოდა.

“- ცურვა იცი?
– ვერ ხედავ საიდან გამოვცურე? ო.ო”
არადა გასაბრაზებლად ვკითხე xD გამომივიდა..

“- არ მინდა მე პონჩიკი! არ მიყვარს!
– ეს მოგეწონება :დ”
მომეწონა..

“- ააა ხელი! მეტკინა!
– აუ! აუაუაუ ბოდიში! მართლა გეტკინა? არადა პროსტა ხელი მოგკიდე ხელზე 🙁
– კი არ მომკიდე, მომიჭირე! დებილო!”
მალევე გამიარა, მაგრამ 2 კვირა ვახსენებდი.

“- ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.. შენღა დამრჩი და კიდევ რამდენიმე.
– შენ კიდევ, ჩემი :*”

“- ყველაფერს შევცვლი.. ალბათ ბოლოჯერ მხედავ ასეთს.
– არ მჯერა.”
მართლა ბოლოჯერ ვნახე ასეთი.. მას მერე სრულიად შეიცვალა.

“- აუ.. რავიცი, სულ მასზე ვფიქრობ.. აი, სულ..
– რა ქვია?
– გიო..
– იმას მოწონხარ?
– კი..
– და რაღას ელოდები?
– არა, არ მომწონს მე.. უბრალოდ სულ მეფიქრება..
– შეყვარებული ხარ, შე უბედურო :დდ
– შეყვარებულიც ხარ და ისიც.
– კაი, ცოტა ხანში გაგახსენებ მაგ სიტყვებს”

“- იცი, ერთად ვართ..
– ხო გითხარი ცოტა ხანში გაგახსენებ მაგ სიტყვებს-მეთქი”

მთელი მაკდონალდსი კოკაკოლით გაწუწა.
მე ამასთან არ ვარ xDDD

“- წი, რომ გამოგიარო ჩამოხვალ?
– გამო”

საუკუნეა არ მინახავს… არა, საუკუნეზე მეტი…

“- როგორ ხარ?
– ცუდად.. ვირუსი მაქვს”
უკვე აღარ ვლაპარაკობთ.. თითქოს ერთ დროს საუკეთესო მეგობრები არ ვიყავით..
“- რა გჭირს?
– იმუნიტეტი მაქვს ძალიან სუსტი…
– ჩემ სისხლს გადმოგისხავ. არ ვხუმრობ, მე კარგი იმუნიტეტი მაქვს
– იყოს…”
ცრემლები მომდის…
“- რა დაგვემართა? – რა კითხვას ვსვამ…
– არ ვიცი…
– არც მე… რატომღაც მგონია, რომ ვეღარაფერი გამოსწორდება…”

ყველაზე დასანანი მეგობრების დაკარგვაში ისაა, რომ მაინც გამუდმებით გვახსოვს ისინი.
არ მიყვარს მოგონებები..
იმიტომ, რომ ტირილს აადვილებს..
და კიდევ ერთხელ მიწევს ჩემ თავთან დადებული პირობის გატეხვა..
ეს მუდმივი ბრძოლაა…
ომია შენ თავთან..
გახსოვდეს, თუ დაივიწყო..

Exit mobile version