Site icon მოიისფრო

2014, Please, be nice!

collage

მთელი წელი ისეთი არეული ვიყავი, არც მეგონა ოდესმე თუ დავლაგდებოდი.
ვერ ვიტყვი, რომ კარგი წელი იყო.
ზამთარი კარგად დაიწყო და ქაოტურად გაგრძელდა.
პრობლემები მქონდა თითქმის ყველა სფეროში – სწავლის გარდა!
მაინცდამაინც არც გაზაფხულზე მოუკლავს თავი ამ წელს კარგი რამეების გამეტებით.
ზაფხული იყო ძალიან კარგი!
დავისვენე რასაც ქვია იდეალურად.
ყველანაირი ზედმეტი ნერვიულობის, დაძაბულობის და ა.შ. გარეშე.
გართობა და დასვენება – ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ეს იყო ზაფხული.
სწავლის დაწყებასთან ერთად დაიწყო მუდმივი დაღლილობა – მაგრამ ეს იყო და არის ყველაზე სასიამოვნო,
რაც შეიძლება საყვარელი საქმის კეთებამ მოგიტანოს ^_^
თითქმის მთელი დღის გატარება თეატრში მიწევდა – სხვაგან არც მინდა.
და აი, მოვიდა ზამთარი და რომ მეგონა, ჩემ თავში (ვერც ცხოვრებაში) ვეღარაფერს დავალაგებდი, თავის თავად დავმშვიდდი.
თითქოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება, ვნახოთ.
ამ წლის უდიდეს მიღწევად ვთვლი იმას, რომ დავიწყე ვარჯიში (რომელიც არ შემიწყვეტია), ვარ ბევრად უკეთეს
ფორმაში ვიდრე შარშან ამ დროს – რაც ძალიან მახარებს!
ურთიერთობების მხრივ საკმაოდ დატვირთული წელი იყო!
დავკარგე და შევიძინე ბევრი ადამიანი.
ამ წელს ძალიან გავიზარდე – ბევრ რამეს სულ სხვანაირად ვუყურებ ახლა.
ბევრი რამ გადაფასდა.
არც ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, ალბათ უფრო კარგი.
ერთი სიტყვით, სიამოვნებით ვაცილებ 2013 წელს და 2014 წლისგან ველი:

ესეც ფაო თავის ნაძვისხითურთ :დ

ამ წლისთვის ჩემ თავს ვეუბნები:
ფაო! ახალი წელია. დროა სულ ახლიდან დაიწყო – კიდევ ერთხელ!
დაივიწყე სიტყვა “ვაპირებ” და უბრალოდ დაიწყე კეთება!
დროა იცხოვრო – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! ეს შენი წელია.
დაივიწყე რა იყო 2013 – ში და მთელი შემართებით – წინ!
გარისკე ^_^ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ და დროა მაქსიმალური მიიღო ცხოვრებისგან.

ერთი ვიცი, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ წინ წავიწიო.
ეს ჩემი წელი უნდა იყოს!

თქვენ კი ფაო (და ფაოს ბლოგი) მთელი გულით გილოცავთ!
პირველ რიგში ბედნიერებას გისურვებთ!
აი, ისეთ ბედნიერებას, რომ სიხარულისგან ყვირილი გინდოდეთ.
გინდოდეთ, რომ ყველას გააგებინოთ რა კარგად ხართ.
თქვენი ბედნიერებით სხვაც გააბედნიეროთ <3
ჯანმრთელობას – ჩემიდან დაწყებული, თქვენი წუწუნიც არ გავიგო იმაზე, რომ ცუდად ხართ! ^_^
ამ წელს ყველა კარგად უნდა ვიყოთ <3
გისურვებთ, რომ დაჭკვიანდეთ :3 :დ (ჩემ თავსაც ვუსურვებ ამას)
კიიიიდევ მმ…
სანუკვარი სურვილების ასრულებას, წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.
ერთი სიტყვით, მინდა კარგად იყოთ, ნამდვილად გამიხარდება :3
Happy 2014!!!

2013 წელს ფაო ბოლოჯერ დებს თავის სურათს პირად ბლოგზე! :დ

Exit mobile version