Site icon მოიისფრო

***

“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.. მაგრამ კონფლიქტების დროს, იქნება ეს ქუჩაში უბედური შემთხვევა თუ ომის გამოცხადება, სხვადასხვა სიბრტყეების გადაკვეთა ხდება ხოლმე და ადამიანიმ რომელიც შეიძლება იყოს გამორჩეული პიროვნება სანსკრიტის, ანდა კვანტური ფიზიკის სფეროში, მამაჩემო ხდება სანიტრისთვის, რომელიც მას პირველად დახმარებას უწევს… წარმოვიდგინოთ ედგარ პო საკაცეზე, ვერლენი – ექიმბაშების ხელში, ნერვალი და არტო ფსიქიატრების წინაშე… რა უნდა იცოდეს კიტსის შესახებ იტალიელმა მკურნალმა, რომელმაც სისხლი გამოუშვა მას, ან აშიმშილებდა, თუ ეს ადამიანები ხმას არ იღებენ?? და ასეცაა… მაშინ მეორენი ზეიმობენ.. ეგებ ბრმად, და ეგებ არც ბოროტი განზრახვა ჰქონდეთ და აზრადაც არ მოსდიოდეთ, რომ ეს ნაოპერაციები, ის ტუბერკულიოზით დაავადებული, ან ის დაჭრილი – შიშველი, გათოშილი რომ წევს ლოგინზე, ორმაგად მარტოა… თუმცა მის ირგვლივ ფუსფუსებენ ადამიანები, მაგრამ შუშის მიღმა.. თითქოს სხვა სამყაროში..”
რატომ ვართ ასეთი უყურადღებონი? გულგრილნი?
რატომ ვერ ვუკვირდებით ისეთ წვრილმანებს, რაც შეიძლება სინამდვილეში მსხვილმანი იყოს??
ბავშობაში ხომ ასეთები არ ვიყავით… ბავშობაში ხომ ყველა გვიყვარდა…
იცი, ჩემ მეზობელს რომ დავინახავდი დავარდნილს, ჩემი ბავშური ქმედებებით ვცდილობდი დავხმარებოდი, წამომეყენებინა, ჭუჭყი მომეცილებინა მისთვის…
მართლა მინდოდა ეს, გულწრფელად…
დრომ ასე ძალიან რატომ შეგვცვალა?
სად წავიდა ის ბავშური სისუფთავე, უსამართლობაზე ბავშურად რომ გვევსებოდა თვალები ცრემლით – ახლა თავად ვართ ამ უსამართლობის შემოქმედები…
“თუ საკუთარ თავს ვერ ფლობ, ვერც სხვათა ფლობას შეძლებ” ..
და მართლაც, ვფლობთ საკუთარ თავს?
სად გამოვამწყვდიეთ ის ადამიანი, ვინც არსებობდა, სად დავმალეთ, მონსტრის ნიღაბი როდის მოვირგეთ, როდის მივედით აქამდე, როდის!!!
“ჭეშმარიტი განმსჭვალულობა თუ აგებულია ფაქიზ ურთიერთობებზე, სამყაროსთან ულამაზეს თანხმობაზე, არ შეიძლება ცალმხრივი იყოს, გაწვდილ ხელს მეორემ უნდა შეაგებოს თავისი ხელი…”
მე ხელს გიწვდი, შენ კი მზერას მარიდებ, ხელს არ მაგებებ…
სადაა ფაქიზი ურთიერთობები, სადაა ულამაზესი თანხმობა სამყაროსთან??
რატომაა ყველაფერი ცალმხრივი??
როგორ მინდა ამ წამს გავფრინდე, გავქრე, გავუჩინარდე…
საპნის ბუშტად ვგრძნობ თავს, მალე რომ გასკდება – გაიფანტება…
ან კიდევ ბროლის ბურთთან, მყიფესთან… რომელიც მსხვრევის პირასაა…
გამიფრინდნენ მოფარფატე პეპლები…

Exit mobile version