Site icon მოიისფრო

Hug <3


– მოდი, ჩამეხუტე.
– შენ ჩამეხუტე.
საშინლად წვიმდა.. ჩვენ არ გვაწვიმდა სამაგიეროდ..
მოშორებით იჯდა. ჩემ პირდაპირ. მე კედელთან ვიდექი და ვუყურებდი.
თვალს არ ვაცილებდით ერთმანეთს.
გაეღიმა.. მეც გამეღიმა, თუმცა სერიოზული სახის შენარჩუნებას ვცდილობდით..
ხუმრობა რაღაც უაზრო შეჯიბრში გადაიზარდა.
არ ვეხუტებოდი. არც ის. ადგილიდან არ ვიძვროდი. არც ის.
ისევ გაეღიმა..
რა ლამაზი იყო..
მეც გავიღიმე და გვერდით გავიხედე.
მერე ისევ შევხედე. მიყურებდა..
(არ ჩაეხუტო!! არ ჩაეხუტო ფაო!)
– მიყვარხარ.
– მეც მიყვარხარ (ჩემი ხმა არ მეცნო)
თმაზე გადაისვა ხელი..
თვალები უციმციმებდა..
მეც შევისწორე თმა და ისევ შევხედე.
თავს ძლივს იკავებდა ბოლო ხმაზე არ ახარხარებულიყო.
მეც ძლივს ვიკავებდი სიცილს.
– წვიმამ გადაიღო .. ისე ვთქვი თითქოს იმ წამს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა..
– წავიდეთ?
– წავიდეთ.
ადგილიდან არ დავძრულვართ.
ის ისევ ჩემ წინ იჯდა, მე ისევ მის წინ ვიდექი.
– არ ჩამეხუტები? – ეს ტონი.. ჰჰ <3
– შენ? – კითხვა დავუბრუნე..
წამოდგა.
ფეხი მოვინაცვლე.
(მოვა, არ მოვა, მოვა, არ მოვა.. არ მიხვიდე!)
ნელ-ნელა დაიძრა..
მეც დავიძარი.
ძალიან ძლიერად ჩამიკრა გულში..
თითქმის აღარც ვჩანდი..
მისი სუნი <3
ხარბად ვიყნოსავდი, რომ მეორე დღემდე გამყოლოდა..
მზე რომ გაგათბობს და დაგამშვიდებს, აი შემაწუხებლად კი არა, სასიამოვნოდ რომ გათბობს.. ასე გავთბი..
მთელი საღამო სულელივით მეცინებოდა ამ უცნაურ თამაშსა თუ შეჯიბრზე..
როგორ გვიყვარს ერთმანეთი.. ჩვენ..

 

Exit mobile version