Site icon მოიისფრო

Kids Star Academy – უნიკალური შემოთავაზება.

ხართ 6-დან 16 წლამდე ნიჭიერი მოზარდი? გსურთ გახდეთ ვარსკვლავი?
მაშინ თქვენი ადგილი ჩვენთანაა, რადგან ნიჭიერი ბავშვების გავარსკვლავება ჩვენი პროფესიაა.
პირველად საქართველოში „ვარსკვლაების საბავშვო საპროდიუსერო აკადემია“ – „Kids Star Academy”.
საერთაშორისო საკონცერტო კომპანია „MaximuM“- მა რომელიც, მოღვაწეობს
ევროპისა და დ.ს.თ -ს 12 ქვეყანაში , თანამშრომლობს მსიფლიო ვარსკვლავებთან, მართავს მაშტაბურ კონცერტებს, სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებს, საერთაშორისო ფესტივალებს და მუსიკალურ კონკურსებს, შეიმუშავა ახალი მუსიკალური პროექტი ნიჭიერი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის “ Kids Star Academy“ – ვარსკვლავების საპროდიუსერო, საბავშვო აკადემია, რომელის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ბავშვები და მოზარდები, აღმოაჩინოს მუსიკალური ტალანტები, რომლებიც აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდებიან სხვა და სხვა მუსიკალურ პროექტებად: ჯგუფებად, დუეტებად და სოლო შემსრულებლებად. აკადემია რამოდენიმე ქვეყანაში იწყებს ფუნქციონირებას , მათ შორის სქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებით წინსვლას. აკადემიის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში და კონკურსებში, სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში. აკადემიის სტუდენტებთან იმუშავებენ პროფესიონალი პროდიუსერები, პედაგოგები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, იმიჯმეიკერები, სტილისტები, დიზაინერები, მსახიობები, დამდგმელი რეჟისორები, ვიდეო რეჟისორები და ფოტოგრაფები. აკადემიის თითოეული სტუდენტისთვის დამზადდება პერსონალური ვებ-გვერდი, ფოტო და ვიდეო პორტფოლიო. პედაგოგთა და პროდუსერთა შემადგენლობა კი აკადემიის თითოეული სტუდენტისთვის უზრუნველყოფს მის საკონცერტო პროგრამაზე მუშაობას, დადგმას და პროფესიონალურ საკონცერტო მუსიკალურ პროექტად ჩამოყალიბებას.
პროექტი „kids Star Academy“ 3 წლიანია, სადაც აკადემიის სტუდენტს რამოდენიმე შემოქმედებითი საფეხურის გავლა მოუწევს, დამწყები მომღერალიდან – პროფესიონალ მუსიკოს შემსრულებლამდე!!! ვოკალის რამოდენიმე ჟანრი, ქორეოგრაფია, სასცენო ოსტატობა, მეტყველება და სრულ საპროდიუსერო პაკეტი . მასტერკლასები რომელსაც საზღვარგარეთის ვარსკვლავები, მუსიკოსები, პროდუსერები და რეჟისორები ჩაატარებენ აკადემიის სტუდენტებისთვის

აკადემიის მიზანია აღმოაჩინოს უნიჭიერესები და
აჩვენოს მსოფლიოს საქართველოს ვარსკვლავები!!!
• ვოკალი
• ქორეოგრაფია
• მსახიობის ოსტატობა
• სასცენო მეტყველება
• სასცენო იმიჯი
• მასტერკლასი
• საკონცერტო პროექტების მომზადება:სოლო, დუეტი, ჯგუფი
• საკონცერტო პროგრამის მომზადება
• პროდუსირება
• მუსიკალური ვიდეო რგოლების დამზადება
• ხმის ჩამწერი სტუდიის მომსახურება
• პროფესიონალური ფოტოსესია
• ოფიციალური ვებგვერდის დამზადება
• საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ – კონკურსებში მონაწილეობა
• საერთაშორისო მუსიკალურ სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობა

შემსწავლელი კურსი 3 წელი
სწავლების ღირემულება თვეში 100 ლარი
მიღება ყოველ ორშაბათს , ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას 16:00 – 20:00 საათამდე
მისამართი: პეკინის ქ.№ 33ა
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 597 79 60 63


Exit mobile version