“ნუთუ სხვა არასოდეს მოგწონებია?”
“შეუძლებელია ამდენი ხანი ერთად იყოთ და სხვისკენ ერთხელაც არ გაგქცეოდა თვალი”
“სულ, სულ არავინ?”
“დაუჯერებელია.”
არ ვიცი რამდენად დაუჯერებლად გეჩვენებათ, რამდენადაა შესაძლებელი და ბოლოს, ნამდვილად არ მაინტერესებს ვინმე დაიჯერებს თუ არა, მაგრამ დიახ. 🙂
რაც მე და გიო ერთად ვართ, მოწონებითაც კი არ მომწონებია სხვა.
იმიტომ, რომ ნამდვილად აქვს ყველა ის კარგი თვისება, რაც კი შეიძლება ბიჭს ქონდეს.
იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ მასთან და არანაირად არ მინდა სხვა.
ჰო.
მეც ვერ წარმომედგინა, მაგრამ მართლა შემიყვარდა.
მართლა მარტო ის მინდა.
მართლა ვერ ვფიქრობ სხვაზე და მართლა ვერავის ვამჩნევ მის გარდა.
და ძალიანაც მომწონს ჩემი ეს მდგომარეობა.
<3