Site icon მოიისფრო

Okay? Okay.

image

მიყვარს ჰაერში დატრიალებული სიცივის სუნი, ჩემი შემოდგომა მიყვარს.
მიყვარს, როდესაც გარეთ წვიმს, მე და შენ კი ვსხედვართ ოთახში,
ცხელ შოკოლადს ვსვამთ და ვხვდებით, რა უბრალო და დიდი ბედნიერებაა ასე ერთად ჯდომა მაშინ,
როცა გარეთ ძალიან ცივა, ცხვირს და ხელებს შოკოლადით სავსე ჭიქიდან ამომავალი ორთქლი,
ხოლო სულებს ერთმანეთის მზერა გვითბობს.
მიყვარს პოპკორნი და ფილმები. ჩემი ნამღერით შენი აღფრთოვანება და შენს სამზარეულოში ჩაის სმა მიყვარს.
შენთან ერთად წვიმაში ბოდიალი მიყვარს შუაღამისას და გუბეებში ჩვენი ანარეკლის ყურება.
მიყვარს ის, რომ ყოველთვის აღნიშნავ რა ლამაზი ვარ და როგორი ბედნიერი ხარ ჩემთან.
მიყვარს შენთან ერთად ზღვის სანაპიროზე სეირნობა,
ბარში ჯდომა და ლუდის სმა ან ჩილიმის მოწევაც მიყვარს, შენთან ერთად, რა თქმა უნდა.
ბოლო დროს ვხვდები, რომ ყველაფერი მიყვარს, რასაც ერთად ან ერთმანეთისთვის ვაკეთებთ.
ჩვენი ჩხუბებიც, გულის ტკენებიც, შერიგებებიც…
შენს კისერში გასათბობად ჩაყოფილი ჩემი ცხვირი და ჩემი გაყინული თითები შენს ხელებში.
მალე ყველა ფოთოლი გაყვითლდება, ჩამოცვივდება და მაშინ,
ყვითელი ფოთლების თოვლში სიარული მეყვარება და ზამთრის შენთან ერთად გადაგორება.
ჩვენი შემოდგომისფერი სიყვარული მიყვარს და დღეები, რომლებსაც შენი სუნი აქვთ.
“Because you gave me a forever within the numbered days… And I’m so grateful for that.”

P.s.

Exit mobile version