Site icon მოიისფრო

R.I.P

– რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

ყველაფერი წარმავალია.
სიცოცხლე – ყველაზე უფრო.
ყველაზე მძიმე ადამიანის სიკვდილში ალბათ ისაა, რომ ვეღარასოდეს ნახავ.
ეს გტკივა ზუსტად.
აღარაა, მორჩა.
ჰოდა ეს ვეღარ ნახვით გამოწვეული ტკივილი იმდენად დიდია ხოლმე, რომ მთელ ადამიანურ
არსებას მოიცავს და ჰო, არსად მიდის. აქ რჩება, ჩვენთან.
ბოლო მომენტამდე მჯეროდა, რომ გადარჩებოდი, მართლა.
დილიდან ცრემლები მახრჩობს და ჯერჯერობით ერთი ცრემლითაც კი ვერ შევმსუბუქდი.
მხუთავს ეს შეგრძნება.
შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ნამდვილი შეგრძნებები, ამიტომ უბრალოდ მშვიდად განისვენე.
ჩვენ გვემახსოვრები. სულ.

Exit mobile version