Site icon მოიისფრო

Remember Me ..

სიყვარულის კონვერტს გამოვატან წერილებს შენთან… როგორც ადრე… გახსოვს???
მინდა გახსოვდეს… მინდა გახსოვდე… მინდა დამიმახსოვრო… თუ გინდა ნუ გეყვარები… არ მინდა ჩემთვის იტირო… უბრალოდ დამიმახსოვრე… დამიმახსოვრე, რადგან წავალ და აღარასოდეს მოვალ ასეთად… დამიმახსოვრე რადგან მიყვარხარ… დამიმახსოვრე, ისევე როგორც მე მახსოვს შენთან გატარებული ყოველი წამი…

მომინატრე ხოლმე ზოგჯერ… ისე, როგორც მე გნატრობდი… გაიხსენე ხოლმე, ფანჯრის დაორთქლილ მინაზე პატარა თითით მინაწერი „მიყვარხარ“ … გაიხსენე ხოლმე… ზოგჯერ ჩემი ღიმილი… სულ გიღიმოდი… ვიცოდი მოგწონდა ჩემი ღიმილი… ნეტავ რა არის იმქვეყნად?

ალბათ მოგონებები… ჩვენი მოგონებები… ჩემი და შენი მხოლოდ… გახსოვს? თუმცა არაა საჭირო გახსოვდეს…

მე მახსოვს…

ლამაზი იყო… უცნაური… და მხოლოდ ერთი… ერთხელ…

თოვლი… გახსოვს? ის თოვლიანი საღამო… რამდენი ვიცინეთ… მზე იყო თითქოს, მაგრამ მაინც თოვდა… მზის სუსტი სხივები ისე ბრჭყვიალებდა თოვლზე, გეგონებოდა ვიღაცის ყოვლისშემძლე ხელს ათასობით ბრილიანტი მოეფინოს ირგვლივ… მე შენი იმდღევანდელი სიცილიც მახსოვს… და კიდევ გაყინულ ტბაზე ცეკვა…

მე ის ლამაზი საღამოც მახსოვს პირველად რომ მითხარი „მიყვარხარ“…
მე ის თბილი ჩახუტებაც მახსოვს… მე მახსოვს… შენ?

მერე რა რომ აღარ ხარ ჩემთან… აღარ ხარ ჩემი… მერე რა, რომ ესეც ტყუილი აღმოჩნდა… რაც მთავარია, ხომ იყო…

გამიხსენე ხოლმე ზოგჯერ…
სიყვარულით…..

: ))

 

Exit mobile version