Site icon მოიისფრო

Sleep.

რატომ იკლავენ თავს ადამიანები?

კითხვა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელზეც დღემდე არ არსებობს პასუხი.

რატომ, ან როგორ ხდება, რომ ადამიანები ასე ადვილად იმეტებენ თავიანთ თავებს გაქრობისთვის,
გარშემომყოფებს კი უდიდესი ტკივილისთვის?

როგორ, რანაირად მიდის ადამიანი მომენტამდე,
როცა მნიშვნელობა აღარაფერს აქვს?
როცა მხოლოდ ცუდიღა გახსოვს და შენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები უბრალოდ
აღარ არიან საკმარისნი, რომ იცოცხლო… როდის ხდება სიცოცხლე მისჯილი?

ალბათ დგება წუთი, როცა ემოციები პიკს აღწევს და მნიშვნელობაც აღარაფერს აქვს.
ალბათ ამ დროისთვის იმდენად გამჭვირვალე ხდები, რომ ვერავინ გამჩნევს.
ალბათ იმდენად იდგამს სევდა და მარტოობა ფესვებს შენში,
რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავს ჰაერის ნაცვლად და დასანანიც არაფერი რჩება.

ჩვენ კი, ჩვენ ალბათ იმდენად ვართ დაკავებულნი ჩვენი ცხოვრებით,
რომ ვერც ვამჩნევთ როგორ მიდის ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი თვითმკვლელობამდე.

ეს ალბათ ყველაზე დიდი გამბედაობაა და ამავე დროს ყველაზე დიდი სისუსტე.

არის რაღაცეები, რაზეც მანამ ვერ ფიქრობ, სანამ რაღაც საშინელება არ მოხდება.
და თურმე იმაზე მეტად შეიძლება გატკინოს ამან, ვიდრე ელოდი.

Exit mobile version