Site icon მოიისფრო

Two lost souls.

სრული აპათია.
სრული.
საერთოდ არაფერი.
ცუდია? – სხვისთვის.
და ჩემთვის? – ამ წამს კარგია.
არაფერი გაწუხებს, არაფერზე ნერვიულობ, უხეშად რომ ვთქვათ ყველაფერი გკიდია…
მაგრამ.. მაგრამ ))
ოდესმე ჰო გაივლის?
აი, მაშინ.
მაშინაა საშიში..
ყველაფერი, რაც ამდენი ხნის მანძილზე უნდა გეგრძნო, განგეცადა, ყველა დაბლოკილი გრძნობა, ემოცია,
აზრი..
ერთად და დამანგრევლად მოვა.
იცი, მთელი დღე ამ დღის შარშანდელი ფრაგმენტები მიტრიალებს გონებაში.
როგორი ვიყავი შარშან ამ დროს?

7 იანვარი.. 2013 წელი.
მოკლე წითელი თმა.
დახეული ჯინსი.
ნაცრისფერი, ნაქსოვი ჟაკეტი და ბათინკები.
თუ არ დავიძინე, მოვკვდები.
არ მინდა ვიგრძნო. არაფერი მინდა. – და მაინც ვგრძნობ! HURTS.
მძინავს თითქმის მთელი დღე.
შობა დგება…
ვიღვიძებ. გაფითრებული. მცივა. ტანში მამტვრევს. ალბათ ვცივდები..
თან ეს წითელი თმა.. რამ მომაფიქრა, როგორ გავწირე ჩემი გრძელი, ღია ფერის თმა.. რანაირად.
მაგრამ კარგია სიახლეები. მოდი, გავფერადდეთ.
ათასობით მოციმციმე სანთელი ფანჯრებში.
ვიხედები და.. შენ.
დგახარ, მიღიმი.

როგორი ვარ დღეს?

7 იანვარი. 2014 წელი.

ღია წაბლისფერი თმა.
უკვე გაზრდილი.
მუქი ლურჯი ჯინსი.
2 ზომით დიდი, თეთრი, თხლად ნაქსოვი სვიტრი და ბათინკები.
ნეტავ არ დამეძინოს.
მინდა რამე მაინც ვიგრძნო – მაგრამ არაფერი.
შობა დგება…
ვზივარ ანისთან, გვერდით ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა მიდევს.
ანის ლეპტოპთან ვზივარ.
გოგოებიც აქ არიან.
ფანჯრებში სანთლები დიდი ხანია ჩაქრა – მომაკვდავის უკანასკნელი იმედივით.
არ ვიღიმი. არც შენ.

შარშან ამ დროს…
))) კარგი იყო. მენატრება “შარშან ამ დროს”.

წელს ამ დროს კი..
რა კარგია, როცა გყავს ისეთი მეგობარი, როგორიც ანია.
მოვა შენთან სახლში, “ღმერთის გზავნილს” დაგიტოვებს და წავა.
მერე შენ წაიკითხავ, ერთი-ორი ცრემლიც კი წამოვა, გული გიჩუყდება და იმიტომ.
“We are two lost souls” – რომლებიც ჯერ კიდევ ბავშობაში შეხვდნენ ერთმანეთს.
Sun of my life – ანი. 🙂 ვიცი, რომ ამ პოსტს წაიკითხავ.
ახლაც ზიხარ და ინტესით მიყურებ, ნეტავ რას ვწერ.
როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე.
რა კარგია, რომ ახლა შენ სავარძელში ვარ მოკალათებული და ცხელ შოკოლადს ვსვამ.
რა კარგია, რომ Pink Floyd არსებობს..
კიდევ ბევრი რამაა კარგი, მე ვეღარ ვგრძნობ უბრალოდ.
ესეც გაივლის.
და როცა გაივლის, მერე ისე დამჭირდები, როგორც არასდროს.

და ჰო ))
შენ..
Wish u were here.

Exit mobile version