Site icon მოიისფრო

Untitled..

რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… რაღაც კარგი, ისეთი, რაც არასოდეს გავიწყდება, რაც რთულ მომენტებში ღიმილს გგვრის, გულს სითბოთი გივსებს და თავს ადამიანად გაგრძნობინებს… რა ლამაზი იყო დრო, როცა ყველაფრის გჯეროდა… აწყობდი გეგმებს და დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი ასრულდებოდა რაც გულით გინდოდა… წვიმის წვეთების ხმა მხიარულ სიმღერად გეჩვენებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში შენი ტკივილის ამსახველ მელოდიად იქცა… მოვიდა დრო და პირველად თქვი, რომ ამქვეყნად სულ მარტო იყავი… მიუხედავად ამისა, მაინც არ მიმაჩნია, რომ მოგონებები ყველაზე დიდი მტერია… მოგონება ხომ მხოლოდ ტკივილს არ იწვევს… შეიძლება მთელი ცხოვრებიდან მხოლოდ 24 საათი გამოარჩიო, როცა მართლა ბედნიერი იყავი, მაგრამ სწორედ ამ წუთების გამო ღირს ცხოვრება… ტკივილი კი იმისთვისაა საჭირო, რომ რეალურად შეიგრძნო სიხარული… გული გატკინა? ნუ იფიქრებ მასზე ცუდად… შენ ხომ ნამდვილად გიყვარდა.. ეცადე აპატიო, ხალხს თავი მოაჩვენე, რომ დაივიწყე.. დაე ის დარჩეს, რაც ნამდვილად კარგი იყო, რატომ უნდა გადავუსვათ ხაზი იმ სილამაზეს, რაც ურთიერთობას ახლდა თან… მადლობელი იყავი მისი, რომ ასეთი სიყვარული შეგაძლებინა..
შეიძლება შენგან დაიღალა… ეს ნებისმიერის უფლებაა… წავიდა, მაგრამ სხვა არ გინდა… ტოვებ ადგილს შენ გულში-მისთვის… ყოველი შემთხვევისთვის… რა საჭიროა სიყვარულის სიძულვილით შეცვლა, შენ ხომ გიყვარდა, ეს ყველას არ შეუძლია… უბრალოდ შეგიძლია, დაივიწყო ყველაფერი რაც გასწავლეს და ოცნება ისწავლო, შეგიძლია ადამიანში ცუდის ნაცვლად კარგი ეძებო და ამ კარგის გამო შეიყვარო.. არის მომენტები, როცა ოცნებობ, რომ სულ არ დაბადებულიყავი, როცა იღიმი, მაგრამ ცრემლებს ძლივს იკავებ, როცა ეს მოჩვენებითი ბედნიერება შენს სულს დამპალი კედელივით ნელ-ნელა შლის, მაგრამ ამ ყველაფრის ატანა ზუსტად იმ ლამაზი ეპიზოდების გამო ღირს, რომლებისგანაც ცხოვრების ბოლოს ლამაზ 24 საათს შექმნი, ააწყობ და მისით გაიხარებ… თვალს გადაავლებ შენს განვლილ ცხოვრებას და ამდენ ტანჯვაში აღმოაჩენ ნათელ წერტილს, 24 ბედნიერ საათს და მაშინ მიხვდები, რომ ტყუილად არ გიცხოვრია…

Exit mobile version