Site icon მოიისფრო

+ თუ – ??

 

 

 

 

 

 

 

 

 
ყოველთვის ვაფასებდი ადამიანებს, რომლებსაც მეორე ადამიანის სამართლიანად შეფასება შეეძლოთ. ხედავდნენ როგორც მინუსებს, ასევე პლიუსებს. პირადად მე ყოველთვის ვამჩნევ ადამიანის უარყოფით მხარეს, მაგრამ ამის პარალელურად დადებითის ძებნას ვიწყებ.

 

 

 

 

 

ჩემ გარშემო მომრავლდნენ ადამიანები, ვინც მხოლოდ მინუსებზე არიან ორიენტირებულნი. რატომ ხდება ასე? რატომ ვებრძვით ერთმანეთს?


ცუდს ადამიანში ყოველთვის აღმოაჩენ, ამაზე ადვილი არაფერია.. რთული კარგის პოვნაა.. როგორც კი ადამიანში რაღაც კარგს აღმოვაჩენ, მაშინვე წყალწაღებულივით ამ პლიუსს ვეჭიდები და ვცდილობ სწორედ ამ კარგი თვისების გამო შევიყვარო, ვიდრე იმ უამრავი ცუდის გამო მძულდეს, რომელიც მეც მაქვს. ამდენ მინუსში ერთი პლიუსიც კი სიბინძურეში ამოსულ ვარდს გავს.. რატომღაც გვავიწყდება, რომ უნაკლო არავინაა და მთელ ცხოვრებას სხვის გაკიცხვაში, ცუდის ძებნაში ვატარებთ, საკუთარი ნაკლი კი გვავიწყდება, ვეძებთ სრულყოფილს, სრულყოფილი კი არ ჩანს.. ამასობაში წლებიც გადის და ვხვდებით, რომ თურმე არც არასოდეს გვიცხოვრია.

ალბათ უკეთესი იქნებოდა ერთმანეთი შევიყვაროთ იმ კარგის გამო რაც ჯერ კიდევ გაგვაჩნია, ვიდრე იმ მინუსების გამო გვძულდეს, რაც ყველას მრავლად გვაქვს : ))

Exit mobile version