Site icon მოიისფრო

ისევ წერილი.. ანის <3

ან, მოგწერ რა…
რაღაცეები გამახსენდა ახლა..
ცოტა მოვიწყინე..
რამდენი რამ დარჩა წარსულში არა ან??
ზოგჯერ ახლაც კი მენატრება..
ამას ჩემ თავთანაც არ ვაღიარებ, მაგრამ ასეა..
არადა ჩემი რაღაც ნაწილი ვერ იტანს.. თუკი შეიძლება ჩემ “სიძულვილს”
სიძულვილი ეწოდოს…
როგორც ადამიანი გავანულე იცი?
უბრალოდ დრო იყო საოცრად კარგი..
ანი მეშინია ზოგჯერ..
ჩემი თავის და ჩემი ფიქრების…
…………………………
რა მალე მოგვიწია გაზრდამ ან…
მეტისმეტად მალე…
იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ახლა ვინაზღაურებ “ბავშვობას” ..
ზოგჯერ ახლა ვარ პატარა, სულელი, უდარდელი ბავშვი..
ისეთი, როგორიც მაშინ უნდა ვყოფილიყავი…
“ვყოფილიყავი” – რა უცნაურად ჟღერს არა??
მერედა რამ შეგვიშალა ხელი ან..
ხალხმა?
შურმა??
თუ ამდენმა იმედგაცრუებამ გაგვზარდა ასე??
ზოგჯერ ძალიან მინდა სულ პატარა ვიყო.. ასე , 10-11 წლის..
როცა არაფერი მაწუხებდა…
ახლა “ვბავშვობ” ..
რამდენ რამეში მიშლის ხელს ჩემი სიამაყე ან…
პრინციპულობა.. სიჯიუტე..
სწორედ სიამაყის გამო არ/ვერ ვაპატიე..
იცი, მგონი სხვასთანაა ან..
არ მადარდებს, უბრალოდ რაღაცნაირად მაინც
არ მესიამოვნა..
ჰო იცი რა მესაკუთრე ვარ  
მიყვარხარ ან..
<3

Exit mobile version