Site icon მოიისფრო

მე თოვლი მიყვარს…

არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი სახლიდან და გავშრი.. ჩემ წინ დიიდი თეთრი სივრცე იყო.. ყველაფერი თეთრად ბრწყინავდა.. თოვლს ჯერ ადამიანის ფეხის ნაკვალევი არ ეტყობოდა.. მხოლოდ ერთი-ორგან იყო ჩიტების კვალი.. გამეცინა და გზა განვაგრძე.. მივდიოდი და თავი თეთრ ზღაპარში მეგონა.. თეთრი სიჩუმე… რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, რომელიც დღემდე მომყვება…
მიყვარს თოვლი… ყინვასა და სიცივეზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ თოვლი მიყვარს..

მიყვარს ღამით თოვლში ბოდიალი… ლამპიონების შუქზე მოცეკვავე ფანტელები… ნეელა რომ მოფარფატებენ და შენს თმაში იკარგებიან…
მომწონს ლამპიონების შუქზე გაბრწყინებული ჩემი თმა – თოვლის ფიფქებით სავსე…
მომწონს ფიფქების თვალიერება… რამდენი ფორმაა… სულ სხვადასხვა…
რაღაც საოცარი ემოციით მავსებს…
თოვლს შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე…

სწორედ ამიტომ “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა” …
იცი, მიხარია, რომ შემიძლია ამდენს ვგრძნობდე…
“მე თოვლი მიყვარს… როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა” …
ჰო, მიყვარს თოვლი …

მიყვარს ეს თეთრი ზღაპარი, სადაც თუნდაც ერთი დღით შეგვიძლია მხოლოდ მე და შენ ვიყოთ.. 

Exit mobile version